მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელმა სელექციონერმა მსოფლიოში „ყველაზე ცხარე“ წიწაკის ჯიში გამოიყვანა

ბრიტანელმა სელექციონერმა მსოფლიოში „ყველაზე ცხარე“ წიწაკის ჯიში გამოიყვანა

უელსის დენბიშირელმა მოყვარულმა-მებაღემ მწარე წიწაკის ახალი ჯიში გამოიყვანა - სავარაუდოთ მსოფლიოში ყველაზე მწარე. წიწაკა სახელად „დარკონის სუნთქვას“  სქოვილის სიცხარის შკალით 2,4 მილიონი ერთეული გააჩნია, რაც მთელი 900 ერთეულით მეტია, ვიდრე  ახლანდელი რეკორდსმენის სიცხარე.

მებაღის თქმით  წიწაკა „ზეცხარეა“ და ამიტომ მისი საკვებად გამოყენება არ  შეიძლება. იგი ღარიბ ქვეყნებში ანესთეზიის საშუალებად შეიძლება გამოიყენონ.

 მოყვარული-მებაღე მაიკ სმიტი, მემცენარეობით მერვე წელია რაც გატაცებულია. „დრაკონის სუნთქვის“ გამოყვანაში მას ნოტინჰემის უნივერსიტეტის ქიმიკოსები დაეხმარნენ. მათ ახალი სასუქის სინთეზირება მოახდინეს და სმიტს მისი საველე პირობებში გამოცდა შესთავაზეს.

მეტრის სიმაღლის ბუჩქზე გამოზრდილ წიწაკას მსოფლიოში კაპსაიცინის შემცველობით ბადალი არ ჰყავს. ეს ქიმიური ნივთიერება ძლიერ წვას იწვევს.

როგორც სმიტმა აღიარა, მას ახალი წიწაკის გემოს გასინჯვა არც უფიქრია. „ბოლოს და ბოლოს ხომ არსებობს საღი აზრიც“, - ამბობს იგი.

 ახალი წიწაკა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საანესთეზიო საშუალება იმ პირებისათვის, რომლებსაც ჩვეულებრივ ანესთეზიაზე ალერგია აქვს. ახალი ჯიშის წიწაკის წვენის კანზე შეხება გაშეშებას იწვევს.

სმიტმა გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად განაცხადი უკვე შეიტანა.

 სადღეისოდ სიცხარეში მსოფლიო რეკორდი ამერიკული კომპანია The PuckButt Pepper-ს ეკუთვნის. მისი მფლობელის მიერ გამოყვანილი წიწაკის ჯიშის „კაროლინელი მკველის“ სიცხარე სქოვილის შკალით 1,57 მილიონ ერთეულს შეადგენს.