მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში მანძილზე საჩურჩულო მოწყობილობა შექმნეს

ბრიტანეთში მანძილზე საჩურჩულო მოწყობილობა შექმნეს

ბრისტოლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა ჯაშუშისათვის გამოსადეგი მოწყობილობა შექმნეს: მისი დახმარებით გადაჩურჩულება 30 მეტრამდე მანძილზე შეიძლება.

მისი შემქნმნელი ასიერ მარზო აღიარებს, რომ ჯერჯერობით პროტოიპი პატარა და კომპაქტული არაა, მაგრამ მისი დამუშავების და გაუმჯობესების შემდეგ იგი სასარგებლო აღმოჩნდება თავდაცვის, სამაშველო და სხვ ასტრუქტურებისათვის.

 მოწყობილობა ულტრაბგერის დახმარებით სიტყვებს მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას გადასცემს და სხვას მიყურადების საშუალება არ ექნება. ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ სადღეისოდ აპარატი შუბლზე მიმაგრებულ მეგაფონს წარმოადგენს, რომელიც პირთან დამაგრებულ ელექტროდებს მავთულებით უერთდება. ელექტროდები სახის კუნთების მოძრაობებს აფიქსირებენ. მარზომ და მისმა კოლეგებმა 10 სიტყვასთან დაკავშირებული ელექტრული სიგნალის ამომცნობი ალგორითმი შექმნეს, მათ შორისაა „წინ“, „უკან“, „სდექ“, „კი“, „არა“.  ტესტირებისას ალგორითმმა სიტყვების 80%-მდე ამოიცნო. ამოცნობა მაშინაც ხდებოდა, როცა ადამიანი მათ განგებ არასწორად წარმოთქვამდა.

მოწყობილობა ამოცნობილ სიტყვებს ულტრაბგერით დიაპაზონში გარდასახავს და 6 გრადუსიანი კუთხით გამოასხივებს. ამის გამო ბგერები მხოლოდ კონკრეტულ ადამიანამდე აღწევს.

თუკი მოწყობილობას კამერას ანდა ლაზერს დავუყენებთ, მაშინ ბგერის გადაცემის სიზუსტე კიდევ უფრო მოიმატებს. ამჟამად მეცნიერები ალგორითმის შესაძლებლობების გაფართოებაზე და მოწყობილობის მინიმიზაციაზე მუშაობენ, რათა მომავალში მოწყობილობის ტანსაცმელში ჩამონტაჟება გახდეს შესაძლებელი.