მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში მზის ბატარეებზე მომუშავე ყველაზე იაფი ლამპა შექმნეს

ბრიტანეთში მზის ბატარეებზე მომუშავე ყველაზე იაფი ლამპა შექმნეს

ბრიტანულმა კომპანია Inventid-მა შექმნა მზის ბატარეებზე მომუშავე ლამპა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომია.

 ლამპა SM100 ხელისგულზე ეტევა და დატენილი აკუმულიატორებით რვა საათს შეუძლია მუშაობა. იგი ჩინურ მწარმოებელ Yingli-სთან ერთად შექმნეს და აფრიკის ქვეყნებში 5 დოლარად იყიდება.

ლამპის გამოყენება შუბლის ფანრადაც შეიძლება, ამისათვის მას სპეციალური რეზინის სამაგრი მოყვება.

ლამპა უკვე გამოსცადეს. გამოცდაში მონაწილეობა აფრიკის სამი ქვეყნის - მალავის, უგანდის და ზიმბაბვეს 9 000-მა ოჯახმა მიიღო. გამოცდის შემდეგ კომანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და მოთხოვნები გაითვალისწინა. ამ რეგიონებში ხალხი წელიწადში 350 დოლარად ცხოვრობს.

 სადღეისოდ აფრიკის 600 მილიონ მცხოვრებს ელექტროენერგია არ აქვს და დღემდე ნავთის ლამპებით ცხოვრობს. ამის მიუხედავად ბევრ ოჯახს ნავთის საყიდელი ფულიც კი არ აქვს. ბევრს კი ნავთში შემოსავლის მეოთხედის გადახდა უწევს.