მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში ვეფხმა ზოოპარკის თანამშრომელი დაგლიჯა (+ვიდეო)

ბრიტანეთში ვეფხმა ზოოპარკის თანამშრომელი დაგლიჯა (+ვიდეო)

ბრიტანეთის კემრიჯშირის საგრაფოს ქალაქ ჰანტინგტონის  ზოოპარკის თანამშრომელი ქალი, რომელიც ვეფხვთან ერთად ერთ ვოლიერში აღმოჩნდა, მხეცის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება ვეფხვი ცხაურს მიღმა აღმოჩნდა და მომვლელს თავს დაესხა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია ცდილობს დაადგინოს თუ როგორ მოხვდნენ მომვლელი და ცხოველი ერთდროულად ერთ ადგილას.

 ინციდენტი კემრიჯშირის ქალაქ ჰანტინგტონის ზოოპარკ  Hamerton Zoo Park-ში მოხდა. ვეფხვის თავდასხმის შემდეგ დამთვალიერებლები ზოოპარკიდან გაიყვანეს. ზოოპარკის ადმინისტრაცია მომხარს უბედურ შემთხვევად აფასებს. მათი განცხადებით ზოოპარკის დამთვალიერებელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

 1990 წელს გახსნილ Hamerton-ის ზოოპარკში მალაიზიური და ბენგალიური ვეფხვები, ჰეპარდები, მგლები და სხვადასხვა ნადირ ფრინველი ჰყავთ.

2008 წელს ზოოპარკიდან ჰეპარდი გაექცათ. იგი ცხრა წლის ბიჭმა თავისი სახლის უკანა ეზოში აღმოაჩინა.