მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანული წყალქვეშა ნავის კაპიტანი ხელქვეითთან რომანის გამო მეთაურობიდან მოხსნეს

ბრიტანული წყალქვეშა ნავის კაპიტანი ხელქვეითთან რომანის გამო მეთაურობიდან მოხსნეს

ბრიტანეთში  ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი მეთაურობიდან გაანთავისუფლეს - მიზეზი ერთ-ერთ ხელქვეით ქალთან სასიყვარულო კავშირი გახდა.

სამეფო ფლოტის ოფიცრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. მას მის ხელქვეით მყოფ ქალთან სასიყვარულო კავშირი ბრალდება. პრესის ინფორმაციით გამოძიება წყალქვეშა ნავ „ვიჯილენტის“(HMS Vigilant) კაპიტნის მიმართ წარმოებს.

 „ვიჯილენტი“ „ვენგარდტის“ (Vanguard) კლასის წყალქვეშა ნავია. იგი სკოტლანდიაში, არგაილ-ენდ-ბიუტის ოლქში, სამხედრო საზღვაო ბაზა „კლაიდზე“ ბაზირებს.

ის ბრიტანეთის ოთხიდან ერთ-ერთი ატომური წყალქვეშა ნავია, რომელიც „ტრაიდენტის“ რაკეტებით არის შეიარაღებული

ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი აღიარებს გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ ეს არანაირად არ აისახება მიმდინარე სამხედრო ამოცანების შესრულებაზე.

 ქალების წყალქვეშა ნავებზე სამსახურის აკრძალვა 2011 წელს გაუქმნდა. ამ დროიდან მოყოლებული ათობით ქალმა გაიარა მომზადება და სამეფო ფლოტის წყალქვეშა ნავებზე დაიწყო სამსახური.

ბრიტანეთის ფლოტში ე.წ. „შეხებაზე აკრძალვა“ მოქმედებს, რომელიც ეკიპაჟის წევრებს შორის რომანტიკულ ურთიერთობებს კრძალავს. ამას გარდა ფლოტის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით ხისტ პოზიციას იკავებს, როცა საუბარი ოფიცრებს ეხებათ.

2014 წელს სამხედრო ხომალდ „პორტლენდის“ (HMS Portland) პირველი ქალი-კაპიტანი თანამდებობიდან მას შემდეგ  გაანთავისუფლეს, რაც ცნობილი გახდა ეკიპაჟის წევრთან  მისი კავშირის შესახებ.