მნიშვნელოვანი სიახლეები
British Airways-ი ევროპულ რეისებზე სავარძლებს შორის მანძილს ამცირებს

British Airways-ი ევროპულ რეისებზე სავარძლებს შორის მანძილს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways-ი ევროპულ რეისებზე მომუშავე თავის თვითმფრინავებში სავარძლებს შორის მანძილს ამცირებს. კომპანიის განცხადებით А320 და А321 თვითმფრინავებში სავარძლების რაოდენობა „ცოტათი გაიზრდება“.

 როგორც იტყობინებიან სავარძლებს შორის მანძილი 2,5 სანტიმეტრით მცირდება, რაც კომპანიას სავარძლების ორი რიგის ჩამატების და 12 დამატებითი ადგილის შესაძლებლობას მისცემს. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ეს ღონისძიება კომპანიას საშუალებას მისცემს ბილეთის ფასები ძველ დონეზე შეინარჩუნოს.

გასული წლის ნოემბერში  British Airways-მა განაცხადა, რომ თავის შორმაგისტრალურ თვითმფრინავ Boeing-777-ზე, ეკონომ კლასში სავარძლების რაოდენობას გაზრდიდა. ეს გეგმა რიგში 9-ის ნაცვლად 10 სავარძლის ჩადგმას ითვალისწინებდა.

კომპანიის ავიაპარკში 68 ერთეული А320 და 18 ერთეული უფრო დიდი А321-ია.