მნიშვნელოვანი სიახლეები
ბურიატიის მცხოვრები წინარეისტორიული ცხოველის თავის ქალას ფარდულში  შვიდი წელი ინახავდა

ბურიატიის მცხოვრები წინარეისტორიული ცხოველის თავის ქალას ფარდულში შვიდი წელი ინახავდა

ბიჩურის რაიონის მცხოვრები ფარდულში შვიდი წლის მანძილზე წინარეისტორიული ცხოველის თავის ქალას ინახავდა. ამის შესახებ ივოლგინის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ცირეტაროვი იუწყება.

ბანხარების (ბურიატ-მონღოლური ნაგაზი) სანახავად ჩავედი და სხვათაშორის მითხრეს, რომ ჩვენი ძროხების წინაპრების დიდი თავის ქალა აქვთ. უხალისოდ წავედი და იყო მართლაც დიდი „ვაუ“, - წერს ცირეტაროვი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.

როგორც აღმოჩნდა გიგანტური თავის ქალა ადგილობრივ ფერმერს წვიმის შემდეგ ხრამში აღმოუჩენია. როგორც ვარაუდობენ, ეს ბეწვიანი ბიზონის თავის ქალა უნდა იყოს. მეგაფაუნის ეს წარმომადგენელი 1,5 ტონამდე მასის იყო. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს იმ ხრამში არქეოლოგებს კიდევ ბევრი სამუშაო ელოდებათ.