მნიშვნელოვანი სიახლეები
ცათამბჯენმა ერთ ღამეში 346 ფრინველი გაანადგურა (+ვიდეო)

ცათამბჯენმა ერთ ღამეში 346 ფრინველი გაანადგურა (+ვიდეო)

 One Moody Plaza  ტექსასის შტატში ქალაქ გალვესტონში ყველაზე მაღალი შენობაა. იგი ერთ ღამეში თითქმის 400 ფრინველის დაღუპვის მიზეზი გახდა.

როცა ცათამბჯენში განთავსებული კომპანიის თანამშრომლები დილას სამუშაოდ მივიდნენ, მათ საშინელი სურათი დაინახეს: მიწა შენობის ირგვლივ მკვდარი ფრინველებით იყო მოფენილი. ფრინველების დაღუპვის შესაძლო მიზეზი შესაძლოა ცუდი ამინდი ყოფილიყო.

წინადღეებშიქალაქსძლიერიწვიმადაელ-ჭექიდაატყდათავს. უამინდობამფრინველებიაიძულათავშესაფარიმოეძებნათ. როგორცვარაუდობენფრინველებიკაშკაშაპროჟექტორებითგანათებულ One Moody Plaza-სშეასკდნენ. როგორცჩანს ფრინველებმა მუქი ფერის მინები თავშესაფრად მიიჩნიეს, რაც მათი დაღუპვის მიზეზი გახდა.

სამი ჩიტი, რომელთა გადარჩენაც შეძლეს რეაბილიტაციაზე გააგზავნეს. დაღუპული ფრინველები კი ტაქსიდერმისტებს გადასცეს - მათი ფიტულები ქალაქის მუზეუმის ექსპონატებად იქცევიან.

საიდან გაჩნდა შენობასთან  ერთ ღამეში ამდენი ფრინველი? სპეციალისტების განმარტებით დაღუპულ ფრინველებში არცერთი ადგილობრივი სახეობისა არ იყო - გალვესტონი გადამფრენი ფრინველებისათვის ერთგვარ შუალედურ ბაზას წარმოადგენს.

 პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ორნიტოლოგებმა რეკომენდაცია მისცეს One Moody Plaza-ს მმართველკომპანიას - ფრინველთა სეზონური მიგრაციის დროს შენობის გარე განათება გათიშონ. სპეციალისტების რეკომენდაცია გაითვალისწინეს და იმედია მსგავსი სავალალო ინციდენტი აღარ განმეორდება.