მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩეხეთში რადიაქტიული ტახები გამოჩნდნენ

ჩეხეთში რადიაქტიული ტახები გამოჩნდნენ

ჩეხეთში ტახის ხორცი პოპულარულ დელიკატესად ითვლება. მაგრამ ბოლო წლებში ტახზე სანადიროთ ჯობია გეიგერის მრიცხველით იაროთ.

თავად ტახებს როგორც ასეთი რადიაქტიული ფონი არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ  მთელი ზამთარი რადიაქტიულ სოკოებზე სუქდებიან, რომლებიც შუმავას ტყეებში მრავლად იზრდება.

ეს სოკოები ცეზიუმ-137-ის რადიაქტიულ იზოტოპს აგროვებენ, რომელიც შუმავას ბორცვებზე ნიადაგში 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ დაგროვდა. ვეტერინარული სამსახურის ექსპერტები მონადირეებს არა მხოლოდ ტახების, არამედ ყველა ნანადირევის შემოწმებას ურჩევენ . ცეზიუმ-137-ის ნახევრად დაშლის პერიოდი 30 წელს აღწევს, ასე რომ რადიაქტიული სოკოები და ტახები კიდევ დიდხანს იქნებიან.

2014-2016 წლებში ვეტერინარული კონტროლის შედეგად 614 ტახიდან ნახევარს რადიაციის დონე დასაშვებზე მეტი ჰქონდა.