მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩიკაგოს ბიბლიოთეკა ხალხს დასახმარებლად ეძახის რათა მაგიური მანუსკრიპტი გადაწერონ

ჩიკაგოს ბიბლიოთეკა ხალხს დასახმარებლად ეძახის რათა მაგიური მანუსკრიპტი გადაწერონ

გაქვს ნიჭი მაგიური ხელწერასა და მუნუსკრიპტებში? თუ გაქვს, მაშინ ჩიკაგოს ნიუბერის ბიბლიოთეკა სამუშაოს გთავაზობთ მაგიური მანუსკრიპტის გადასაწერად. ჰარი პოტერის ფანებო მოიყარეთ თავი!

ჩიკაგოს ბიბლიოთეკა მაგიური ხელნაწერების გადამწერებს ეძებს

ნიუბერის ბიბლიოთეკა ჩიკაგოში დაახლოებით 80 000-მდე დოკუმენტს ინახავს, რომელიც მრავალ საგანს ეხება, რელიგიით დაწყებული ცივი ომით დამთავრებული. ივლისში ბიბლიოთეკის ვებსაიტმა გამოაქვეყნა მე-17 საუკუნის რამოდენიმე ტექსტი - მათ შორის ორიგინალი შუასაუკუნეების შემდგომი პერიოდის მანუსკრიპტი მაგიაზე - დამხმარებლები შეძლებენ მის გადაწერას, თარგმნას და რედაქტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს (ან შეიძლება გიჟურიც კი) ნიუბერის ჩიკაგოს ბიბლიოთეკა მართლაც ეძებს მთარგმნელებსა და გადამწერებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, რათა საუკუნეების წინანდელილ ტექსტები მაგიაზე და შელოცვებშე შეაგროვოს.

„შენ არ გჭირდება გადამწერობისთვის უმაღლესი განათლების დიპლომი,“ ამბობს ქრისტოფერ ფლეტჩერი, პროექტის კორდინატორი. „ეს მოწვევა საშუალებაა რათა ხალხი გაეცნოს იმ მასალებს, რასაც ჩვეულებრივ ისინი ვერც შეეხებოდნენ,“

მაგიური მანუსკრიპტების შინაარსი

ბიბლიოთეკამ წარმოადგინა სამი წიგნი სახელად - „მაგიური შელოცვების წიგნი“, „გამონათქვამთა წიგნი“ და „სინდისის კავშირი ჯადოსნობასთან“.

„მაგიური შელოცვების წიგნი“ დაიწერა უცნობი ავტორის მიერ 1600-იან წლების ინგლისში. ის შეიცავს ოკულტურ საკითხებს, როგორიცაა თუნდაც შელოცვები კბილის ტკივილის განსაკურნებლად.

„გამონათქვამების წიგნში“ არის შუა საუკუნეების შემდგომი ზოგადი წარმოდგენები და ცრურწმენები. ტექსტი დაწერილია ძველ ინგლისურ და ლათინურ ენებზე.

მესამე წიგნი ისტორიის ბნელ მხარეს უკავშირდება. უფრო დაზუსტებით ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯას ჯადოქრობაში ბრალის დადების გამო. დაწერილია პურიტანელი პასტორის მიერ, რომელიც კუდიანთა სასამართლოებს ატარებდა. საინტერესოა აღსანიშნავად, რომ წიგნი ჯადოქრობაში ბრალდებულთ იცავს, რომელსაც ქრისტიანობის სახელით კლავდნენ.

ახალი ისტორიული წყაროები გაჩნდა საზოგადოების ინტერესისდა გამო

ტექსტების ონლაინ პორტალი ნეუბერის პროექტის ნაწილია, რომელიც ასევე სწავლობს რელიგიისა და მაგიის ურთიერთობას. კოლექცია ინტერნეტში მაისში გავრცელდა და გამოხმაურებები მართლაც „მაგიური“ იყო. ფლეტჩერის აზრით ხალხში დიდი ინტერესი გაჩნდა გადამწერთა საზოგადოებაში. „ თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეცნიერებით მცხოვრებებს ხშირად გვავიწყდება, რომ ეს რწმენა წარმოდგენები დიდ გავლენას ახდენდა რეალური ადამიანების ცხოვრებაზე... პროექტმა საშუალება მოგვცა უკეთ ჩაგვეხედა ინდივიდუალთა პირად გამოცდილებებსა და გავლენებზე, რომელმაც მათ სიცოცხლეები შეცვალეს“.

ფლეტჩერისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „მაგიური შელოცვების წიგნი“. „პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიები წინააღმდეგი იყვნენ ასეთი წიგნების არსებობის. მათ არ უყვარდათ მაგია. არ ენდობოდნენ მას. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც გვაქვს მსგავსი მანუსკრიპტები და ხალხი მას კითხულობდა.“

ფართო გამოხმაურებამ შესაძლოა წიგნები მსოფლიოში „პოპულარული“ გახადონ

ფლეტჩერი იმედოვნებს, რომ მათი პროექტის მეშვეობით წიგნები პოპულარული გახდება არა მარტო გადამწერთათვის და ექსპერტთათვის, არამედ ზოგადად ხალხისთვის. თუ გსურთ მეტი გაიგოთ პროექტზე მოინახულეთ ეს ლინკი.