მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინელმა მეცნიერებმა უდაბნოში მოსავლის მოყვანის ხერხს მიაგნეს (+ვიდეო)

ჩინელმა მეცნიერებმა უდაბნოში მოსავლის მოყვანის ხერხს მიაგნეს (+ვიდეო)

ჩუნცინის უნივერსიტეტ ძიაოტუნის მკვლევარებმა  შიდა მონღოლეთში, მშრალ ნიადაგში, 200 ჰექტარ ფართობზე მოსავალი მოიყვანეს.

როგორც იუწყებიან შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში 70 სახეობის სოფლის მეურნეობის კულტურა მოიყვანეს. მეცნიერებს სურდათ რეგიონის გაუდაბნოება შეეჩერებინათ. ამისათვის მათ სპეციალური პასტა შექმნეს. პასტა ქვიშასთან შერევით ინარჩუნებს წყალს, ჰაერს და მკვებავ ნივთიერებებს.

ექვს თვეში 200 ჰექტარ პლანტაციაზე სიმინდი, პომიდვრები, მზესუმზირა და სორგო მოიყვანეს. ამას გარდა რეგიონში ტყის მასივის აღდგენაა გადაწყვეტილი. სამ წელიწადში უდაბნოს 50%-ის აღდგენას გეგმავენ.

პროექტის ხელმძღვანელის მტკიცებით ხელოვნური მასალების და მანქანების ფასი ტრადიციულ მიწათმოქმედების და მელიორაციის  ფასებთან შედარებით იაფია.