მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთი Space X-ის მსგავსი უკან დასაბრუნებელი რაკეტების შექმნას აპირებს

ჩინეთი Space X-ის მსგავსი უკან დასაბრუნებელი რაკეტების შექმნას აპირებს

ჩინეთი აპირებს თავისი საკუთარი სისტემის შექმნას, რომელიც  რაკეტა-მატარებლის ელემენტების ხელმეორედ გამოყენების საშუალებას მისცემს. სწორედ ამგვარი პრინციპით მუშაობს  კომპანია SpaceX რაკეტა Falcon-ებით.

სამუშაოებს  ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების გაერთიანების (CALT) სარაკეტო ტექნიკის კვლევითი ინსტიტუტი აწარმოებს. სამუშაოს შედეგი რაკეტის სასტარტო ძრავის დაბრუნება და მისი ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობა უნდა გახდეს.

 სისტემას სავარაუდოთ უამრავი პარაშუტები ექნება, რომელიც ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შესვლამდე გაიხსნება და რაკეტა-მატარებლის კომპონენტების უსაფრთხო დაშვებას განაპირობებს.

სამუშაოების დასრულების ვადა ჯერ ცნობილი არაა.