მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში დინოზავრების დიდი ნაკვალევი აღმოაჩინეს

ჩინეთში დინოზავრების დიდი ნაკვალევი აღმოაჩინეს

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით პროვინცია ძილინში, პალეონტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა. უძველესმა ხვლიკებმა რამდენიმე ათეული და შესაძლოა ასეული წლის წინათ თიხნარ ნიადაგზე გაიარეს.

ჩინეთი, მონღოლეთთან და აშშ-სთან ერთად ნამდვილი“დინოზავრული“ ქვეყანაა. ამ ქვეყნებში დინოზავრის გაქვავებულ ნაშთებს ხშირად პოულობენ. ამჯერად პალეონტოლოგებმა საკმაოდ დიდი ნაკვალევი იპოვეს - 55 სანტიმეტრი სიგრძეში. პალეონტოლოგთა აზრით მისი დამტოვებელი ცხოველი შვიდ მეტრამდე სიგრძის იქნებოდა.

კვალი ჰადროზავრების გვარის იხვისცხვირათა ოჯახის დინოზავრებს ეკუთვნით. მათი დამახასიათებელი ნიშანი, ალბათ როგორც მიხვდით ბრტყელი ცხვირპირია: ყველა რეკონსტრუქციაზე ჰადროზავრები ბრტყელი დრუნჩით არის გამოსახული. ითვლება, რომ იხვის ნისკარტის მსგავსი დრუნჩი მათ ფოთლების და ბალახის მოწყვეტაში ეხმარებოდათ. ნისკარტის გარდა ჰადროზავრებს ხშირად ბასრიკბილებიც ჰქონდათ, რაც უფრო მაგარი საკვების დამუშავებაში ეხმარებოდათ: მაგალითად ტოტების და ხის ქერქის. ზოგიერთი კვლევის თანახმად ჰადროზავრების ორივე ყბა მოძრავი იყო, განსხვავებით თანამედროვე ძუძუმწოვრებისგან.

 ჰადროზავრების კვალის გარდა მეცნიერები რამდენიმე მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრის კვალსაც გადააწყდნენ. ნაკვალევის ზომები 21-დან 43 სანტიმეტრამდე ვარირებს. ეს აღმოჩენა ცარცული პერიოდის ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ეკოსისტემაში უკეთ გარკვევის საშუალებას იძლევა.