მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში დინოზავრის 80 კვერცხის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ჩინეთში დინოზავრის 80 კვერცხის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ჩინეთის პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. მათ ბრალად ქვეყნის აღმოსავლეთში დინოზავრის 80 გაქვავებული კვერცხის ქურდობა ედებათ.

პროკურატურის ცნობით ერთ-ერთი მათგანი გვარად ვანი, მივიდა ჩჟეძიანის პროვინციელ  კოლექციონერთან და თავი პოტენციურ მყიდველად გაასაღა.

 9 იანვრის საღამოს მან სამ თანამზრახველთან ერთად დინოზავრის 80 გაქვავებული კვერცხი გაიტაცა და შანჰაიში გაიქცა. გამტაცებლებმა ნადავლი ერთმანეთში გაიყვეს. პოლიციამ ვანის სახლიდან 27 კვერცხი ამოიღო. 50-ზე მეტი კვერცხი ჯერ კიდევ იძებნება.

ჩინეთში და მონღოლეთში პალეონტოლოგები ბევრ გაქვავებულ ნაშთებს პოულობენ. სამხრეთ ჩინური ქალაქი ხეიუანი საერთოდ „პალეონტოლოგების სამოთხედ“ არის მიჩნეული. პალეონტოლოგების მონაპოვარი კონტრაბანდისტების  ყურადღების ქვეშ ექცევა, რომლებიც დინოზავრების გაქვავებულ ნაშთებს უცხო ქვეყნის კოლექციონერებზე ყიდიან.