მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში მუმიებიანი ბროლის კუბოები აღმოაჩინეს

ჩინეთში მუმიებიანი ბროლის კუბოები აღმოაჩინეს

მშენებელთა ბრიგადა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საფლავს წააწყდნენ, რომელშიც ბროლის კუბობეში მოთავსებული ორი მუმიფიცირებული გვამი აღმოჩნდა. სამარხი სავარაუდოთ 500 წლისაა.

აღმოჩენა ტაიკანის მაზრის ჩჟოუკოუს საქალაქო ოკრუგში 19 მარტს მოხდა. მეცნიერთა ვარაუდით სამარხი გო ძუ-ს შვილიშვილს და მის მეუღლეს ეკუთვნის. გო ძუ მინის დინასტიის მმართველობისას (1368-1644 წლები) ცნობილი სახელმწიფო მოხელე იყო.

ტანსაცმელი იმდენად კარგად არის შემონახული, რომ მასზე ახლაც ჩანს ოქროთი შესრულებული ნაყში. აღმოჩენილია ასევე საფლავის ქვა და ორი ბროლის კუბო, რომლებშიც მუმიები ესვენენ.

ჩინური კანონებით სამშენებლო სამუშაოების შესრულების წინ არქეოლოგთა თანხმობის მიღებაა საჭირო. მაგრამ მშენებელთა ბრიგადას მილსადენი ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაჰყავდა, ამიტომაც ჯერ უცნობია თუ რა სახის დაზიანებები მიაყენეს მშენებლებმა საფლავს.

ამჟამად მიკვლეულ სამარხს დღე და ღამე იცავენ.