მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში უძველეს სამარხში სასწაულად გადარჩენილი ორი ფრესკა აღმოაჩინეს

ჩინეთში უძველეს სამარხში სასწაულად გადარჩენილი ორი ფრესკა აღმოაჩინეს

ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, სამარხში, რომლის სავარაუდო ასაკი 1400 წელია, ორი მთლიანად დაუზიანებელი ფრესკა აღმოჩნდა. მავზოლეუმის მსგავსი შენობა სიგრძით 14 მეტრი და სიგანით 2 მეტრია. იგი ქალაქ ჩენჩჟოუს მახლობლად იპოვეს.

 არქეოლოგების აზრით აკლდამა ჩრდილოეთისა და სამხრეთის დინასტიების პერიოდს (ჩვენი წელთაღრიცხვის V – VI საუკუნეები) მიეკუთვნება და ჰუნანის პროვინციის ტერიტორიაზე ყველაზე უძველესი ძეგლია. ეს პროვინცია იმითაცაა ცნობილი, რომ მაო ძედუნის სამშობლოს წარმოადგენს.

აკლდამაში მეცნიერებმა ორი პატარა სათავსი აღმოაჩინეს, რომელიც ორი, სავარაუდოთ მაღალი დონი სახელმწიფო მოხელისთვის იყო განკუთვნილი.

კედლებზე ორი ლარგად შემონახული ფრესკა არის - მასზე ორი ქალია გამოსახული, რომლებსაც გრძელი ქვედაბოლო და ღია მხრების მქონე მოსასხამები აცვიათ. ამ მოზაიკების  მიხედვით  ჩინელი მეცნიერები ტრადიციული ჩინური ტანსაცმლის შესწავლას აპირებენ.