მნიშვნელოვანი სიახლეები
ციმბირელმა მკერდში კომპასი ჩაიდგა (+ვიდეო)

ციმბირელმა მკერდში კომპასი ჩაიდგა (+ვიდეო)

ნოვოსიბირსკის მცხოვრები დანიელ ლიტკინი ახლა აღარასოდეს დაიკარგება. მას მკერდზე North Face-ს მოწყობილობა უკეთია, რომელიც იმ შემთხვევაში ვიბრირებს, როცა მისი მფლობელი პირით ჩრდილოეთისკენ დგას.

ოპერაცია ქირურგის მაგივრად პირსინგის ოსტატმა ჩაატარა. კომპანია CyborgNest-ის მიკროჩიპი იმპლანტანტად ნაკლებად ჩაითვლება. იგი სილიკონის კავებით, პირსინგისთვის განკუთვნილ ტიტანის ორ ჰანტელის ფორმის საყურეზე მაგრდება. მოწყობილობის შემქმნელებს სურდათ ადამიანს მაგნიტური ველი ეგრძნო, ისევე როგორც ამას ბევრი მწერი და გადამფრენი ფრინველი გრძნობს. მოწყობილობის მფლობელთა განმარტებით ისინი ადვილად მიეჩვივნენ ვიბრაციას და მას თითქმის ყურადღებას აღარც აქცევენ. ისინი მოწყობილობას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა მათ ქვეყნის მხარეების განსაზღვრა სურთ.

North Sense-ს მფლობელს ასევე მობილურის აპლიკაციის დაყენებასაც სთავაზობენ, რომლის მეშვეობითაც ვიბრაციის ინტესნსივობის რეგულირება შეიძლება. მოწყობილობა 1,5 საათში იტენება და  ბატარეა მთელი დღე-ღამე ჰყოფნის.