მნიშვნელოვანი სიახლეები
ცუდმა ამინდმა ევროპაში ბოსტნეული გააძვირა

ცუდმა ამინდმა ევროპაში ბოსტნეული გააძვირა

იტალიასა და ესპანეთში ცუდმა ამინდებმა შესაძლოა ჩრდილო ევროპაში ბოსტნეულის გაძვირება გამოიწვიოს.

 ერთ-ერთი მიმწოდებლის სიტყვებით ცივი ამინდის, წყალდიდობების და მზის სინათლის ნაკლებობამ მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი შეამცირა.

განსაკუთრებით  ყაბაღის და სალათის მოსავალია შემცირებული. იტალიის და ესპანეთის სამხრეთის ზოგ რაიონში სალათისა და ბროკოლის კომბოსტოს ადრეული ნათესები მთლიანად განადგურებულია.

 ესპანეთის პროვინცია მურსიაში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი თავსხმა წვიმების გამო ძლიერ დაზიანდა წიწაკისა და ბადრიჯნის ნათესები. ესპანეთის ეს რაიონი ზამთარში ევროპაში მოხმარებული ბოსტნეულის 80%-ს იძლეოდა.

მიმწოდებლები უკვე ახლა ეძებენ ბოსტნეულის ალტერნატიულ წყაროებს ევროპაში და აშშ-ში.

ბრიტანეთში ბოსტნეულის ფასებმა უკვე 25-40%-ით მოიმატა, ხოლო წლის ბოლოსათვის ალბათ კიდევ უფრო მოიმატებს.

 ბრიტანეთში საცალო ქსელ Tesco-ს წარმომადგენელის განცხადებით უკვე ახლა შეიმჩნევა ბრიტანელებისათვის ჩვეულ ბოსტნეულზე დეფიციტი და ეს მდგომარეობა მომავალ თვეებში კიდევ უფრო გართულდება.