მნიშვნელოვანი სიახლეები
დავიწყებული საფეხურებიანი ჭა: ინდოეთის გასაოცარი არქიტექტურული შედევრი (+ვიდეო)

დავიწყებული საფეხურებიანი ჭა: ინდოეთის გასაოცარი არქიტექტურული შედევრი (+ვიდეო)

საფეხურებიანი ჭა არის გასაოცარი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც ინდოეთში გვხდება და მიწისქვეშა წყლით ამარაგებს გარემო ტერიტორიებს. მსგავსი ათასობით შედევრები გაფანტულია მთელს ქვეყანაში, მრავალი სავსეა ორნამენტებითა და ჰინდუისტური სცენების გამოსახულებებით. დღეს ეს ნაგებობები დანგრევის პირასაა მისული, მაგრამ ზოგი მაინც ახერხებს წარმოდგენა შეგვიქმნას ინდოეთის დიდებულ წარსულზე.

საფეხურებიანი ჭა, როგორც სიტყვები მიგვანიშნებს შედგება ჭისგან (ანუ წყლის აუზი) სადაც შეიძლება მიაღწიო მხოლოდ კიბეების მეშვეეობით. ზუსტად არაა ცნობილი თუ როდის დაიწყო მათი მშენებლობა. მოჰენჯო დაროს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს დიდი ნაგებობა, რომელიც წყლის ავზს გავდა. მას „დიდი აბანო“ შეარქვეს და შესაძლოა საფეხურებიანი ჭის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში ყოფილიყო.

ადრეული საფეხურებიანი ჭა და მათი დანიშნულება

ადრეული საფეხურებიანი ჭა (ასევე ცნობილი როგორც ბაორი) აშენდა პირველი ათასწლეულის განმავლობაში (ზოგი აზრით ახ.წ.ა. მე-6 საუკუნეში, ზოგი ამბობს პირველი და მე-2 საუკუნეებს შორის, ზოგიც იძახის ახ.წ.ა. მე-4 საუკუნეს). საფეხურებიანი ჭები განვითარდა და შუა საუკუნეების პერიოდში კომპლექსურ ნაგებობად იქცა, რომელიც წარმოაჩენდა ინჟინერიის, არქიტექტურისა და ქვაზე კვეთის ხელოვნების საოცრებებს. ამ პერიოდში აშენდა ინდოეთის საუკეთესო საფეხურებიანი ჭები. მე-19 საუკუნისთვის რამოდენიმე ათასი მსგავსი ჭა არსებობდა.

ამ უნიკალური ჭების დანიშნულება წყლის მომარეგება იყო, როცა წლის ყველაზე მშრალი პერიოდი იწყებოდა. ავზში წყალი გროვდებობა წვიმის სეზონებისას (წყალდიდობების რისკსაც ამცირებდა) და შემდგომ მას წლის სხვა პეერიოდისას იყენებდნენ. ნარი კი ჯი ბაორი (ასევე ცნობილი, როგორც „დედოფლის საფეხურებიანი ჭა“) რაჯაშტანში სიგრძით 64 მეტრია და სიგანე 20 მეტრია, სიღრმე კი 46 მეტრია.

არტისტული შედევრი

გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, საფეხურებიანი ჭები წარმოადგენდა არტისტულ შედევრებსაც. მაგალითად ადალაკ ვანი გუჯარათში. მე-15 საუკუნეში ამ ჭის ადგილმდებარეობას ერქვა დანდაი დეში და მას ინდუისტი მონარქი განაგებდა. როცა ჭა შენდებოდა ეს მართველი მეზობელ მუსლიმ მტერთან დამარცხდა. დამპყრობელს დამარცხებული მეფის ქვრივი დედოფალი შეუყვარდა და მისი ცოლად მოყვანა სურდა. დედოფალმა ქორწინების სანაცვლოდ წინა მეუღლის მიერ დაწყებული საფეხურებიანი ჭის დამთავრება მოითხოვა. დამპყრობელი დათანხმდა და გააგრძელა ჭის მშენებლობა. ამგვარად ნაგებობაში ჰინდუისტური და ისლამური ელემენტები ერთმანეთშია შერეული. სამწუხაროდ ისტორია ტრაგიკულად მთავრდება, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ დედოფალმა თავი მოიკლა გადახტა რა ჭაში.

მიტოვებული საფეხურებიანი ჭა

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მრავალი საფეხურებიანი ჭა შემორჩა მრავალი მათგანი მიტოვებული და დავიწყებული აღმოჩნდა. ბრიტანული მმართველობისას ჭები არაჰიგიენურად და დაავადებების გავრცელების მიზეზად მიიჩნეოდა. ამის შედეგად იმ დროინდელმა მართველობამ მრავალი მათგანი მიწით ამოავსო ან უბრალოდ გაანადგურა. დღეს უკვე განვითარებული ტექნოლოგიებით ჭების საჭიროება გაქრა. ამ ყველაფრის შედეგად მრავალი საფეხურებიანი ჭა გუბედ და საპირფარეშოებად იქცა.

2014 წლის ბოლოსთვის დელჰის ოფიციალების განცხადებით შუა საუკუნეების საფეხურებიანი ჭები აღდგება და გაუფრთხილდებიან როგორც ისტორიულ მონუმენტებს.