მნიშვნელოვანი სიახლეები
დედამიწის მოსახლეობას მეტი უძილო ღამეები ელოდება

დედამიწის მოსახლეობას მეტი უძილო ღამეები ელოდება

გლობალური დათბობის გამო პლანეტის მოსახლეობა რაც დიდხანს იძინებს, მით უფრო ცუდი ძილი ექნება.

ჰარვარდის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ნიკ ობრადოვიჩი ხელმძღვანელობს, ამერიკის სამედიცინო დაწესებულებების 765 000 პაციენტის ძილზე ჩივილის 2002-2013 წლების დინამიკა შეისწავლა. მათ ძილის მიმდინარეობაზე პასუხები რესპონდენტთა ქალაქებში ამინდს შეუსაბამეს და აღმოაჩინეს, რომ ღამის ტემპერატურის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე  ერთი გრადუსით გადამეტება უძილო ღამეების რიცხვს სამჯერ ზრდიდა.

 როცა ადამიანი იძინებს, მისი კანის სისხლის მიმოქცევის სისტემა ფართოვდება, რაც სხეულის გაციებას იწვევს. ამასთან გარემოს ტემპერატურის ზრდის დროს სხეულის ნორმალური გაციება ძილის დროს რთულდება, რაც თავის მხრივ უძილობას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ღამის საშუალო ტემპერატურა უფრო სწრაფი ტემპებით მატულობს, ვიდრე დღის. ეს პარადოქსული ფაქტი უკვე დიდი ხანია რაც ფიქსირდება.

მსოფლიო ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატება, რაც 2050 წლისათვის არის მოსალოდნელი, აშშ-ს ყოველ 100 მცხოვრებზე წელიწადში დამატებით ექვს უძილო ღამეს გამოიწვევს. განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობა (რომლებსაც კონდიციონერი არა აქვთ) და მოხუცებულები დაზარალდებიან  - მათი უძილობა შესაბამისად გასამმაგდება და გაორმაგდება.