მნიშვნელოვანი სიახლეები
დედამიწისაკენ ახალი "ჩელიაბინსკის მეტეორიტი" მოქრის (+ვიდეო)

დედამიწისაკენ ახალი "ჩელიაბინსკის მეტეორიტი" მოქრის (+ვიდეო)

კალინინგრადელმა რუსმა ასტროფიზიკოსებმა ასტეროიდ 2012 ТС4-ის მოძრაობის მოდელირება მოახდინეს.

 12 ოქტომბერს ასტეროიდი 2012 ТС4 დედამიწის ახლოს ჩაიფრენს. ჩვენი პლანეტიდან იგი სულ რაღაც 50 ათასი კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც მთვარემდე მანძილზე შვიდჯერ ნაკლებია. ბალტიის უნივერსიტეტის ფიზიკოსების გაანგარიშებით ასტეროიდი დედამიწაზე არ უნდა დაეცეს, თუმცა ამის მცირედი შანსი მაინც არსებობს.

ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 13 მეტრია. კოსმოსური საზომით ეს ძალიან მცირეა. დედამიწის ატმოსფერომდე მოსვლის შემთხვევაშიც კი იგი სერიოზულ ნგრევებს ვერ გამოიწვევს. დაახლოებით ასეთივე ზომა გააჩნდა 2013 წლის ჩელიაბინსკის მეტეორიტს, რომლის ვარდნამ რამდენიმე დროებითი ნაგებობა დაანგრია და ფანჯრებშიმინები ჩაამსხვრია.

მოყვარულ ასტრონომებს "კოსმოსურ სტუმარზე" ტელესკოპით  დაკვირვება თბილისი დროით 7:42-ზე შეეძლებათ.