მნიშვნელოვანი სიახლეები
დილერს 40 ავტომობილი მოპარეს

დილერს 40 ავტომობილი მოპარეს

კალიფორნიის ქალაქ ტორანსში დამნაშავეებმა  Nissan-ის და  Infiniti-ის  დილერის ცენტრიდან 40 ახალთახალი ავტომობილის გატაცება მოახერხეს. რაც მთავარია დილერის თანამშრომლებმა ვერაფერი ვერ შეამჩნიეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოლიციის პატრულმა საბუთების შესამოწმებლად Infiniti-ის სედანის გაჩერება მოინდომა. მძღოლმა პოლიციის ნიშანი არაფრად ჩააგდო და მიმალვას შეეცადა. დევნის შედეგად ავტომობილი შეაჩერეს, საიდანაც ახალქაზრდა ქალ-ვაჟი გადმოვიდნენ. მათ იარაღი და ნარკოტიკები აღმოაჩნდათ. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ ავტომობილი ადგილობრივი დილერის  Nissan of South Bay-ის საკუთრებას წარმოადგენდა.

პოლიციამ დილერის ცენტრის ხელმძღვანელობას მიმართა, მაგრამ მათ ქურდობის ფაქტი უარყვეს. ინვენტარიზაციამ კი გამყიდველები შოკში ჩააგდო: ავტოსადგომზე 40 ახალთახალი ავტომობილის დანაკლისი აღმოჩნდა. ასობით შესანახად მყოფ ავტომობილს შორის ოთხი ათეულის დანაკლისი არავის შეუმჩნევია.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დამნაშავეები ორი თვის მანძილზე რეგულარულად იპარავდნენ ავტომობილებს და მათ სხვადასხვა დანაშაულისათვის იყენებდნენ. ასევე მოპარულს დაბალ ფასად ჰყიდნენ, ხოლო ყველაზე პოპულარულ მოდელებს ნაწილებად შლიდნენ და ადგილობრიც ავტოსერვისებს ამარაგებდნენ.

 პოლიციის გამოძიების შედეგად 25 ავტომობილი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იპოვეს და დილერს დაუბრუნეს. ბანდის 15 წევრი დააკავეს, ხოლო ავტოსალონის მფლობელმა, როგორც იქნა შეიარაღებული დაცვა დაიქირავა და ავდოსადგომზე ვიდეოკამერები მოაწყო.