მნიშვნელოვანი სიახლეები
დრაკულას ციხე-დარბაზი დათვების გამო ტურისტებისათვის დახურულია

დრაკულას ციხე-დარბაზი დათვების გამო ტურისტებისათვის დახურულია

რუმინეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილას გზა გადაკეტა. პოენარის ციხე-დარბაზი გრაფ დრაკულასთან დაკავშირებული ისტორიის გამო საქვეყნოდ არის ცნობილი. მაგრამ ახლა ტურისტებს რეალური საფრთხე ემუქრებათ. ვამპირების ნაცვლად მათ დათვები ემუქრებიან.

 უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებისაკენ მიმავალ 1480 საფეხურიან კიბეზე ტურისტებს რამდენჯერმე ძუ დათვი შეეფეთათ, რომელიც იქვე ახლოს სამ ბელს ზრდის.

 გარემოს დაცვის სამინისტრომ ადგილობრიც ხელისუფლებას დათვების ახალ ადგილზე გადაყვანის უფლება მისცა. პოლიციის განმარტებით დათვები საკვების ნარჩენებმა მიიზიდა, რომლებსაც ტურისტები ციხე-დარბაზის მახლობლად ტოვებენ.

პოენარის  გიდები „დრაკულას ნამდვილ ციხე-დარბაზს“ ეძახიან, განსხვავებით პოპულარული ბრანის ციხე-დარბაზისგან, რომელშიც ვალახეთის მთავარი ვლად ცეპეში (გრაფ დრაკულას პროტოტიპი) მხოლოდ ზოგჯერ ჩერდებოდა.