მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველ საბჭოურ ტანკში ოქროს ზოდები აღმოჩნდა

ძველ საბჭოურ ტანკში ოქროს ზოდები აღმოჩნდა

ბრიტანელმა კოლექციონერმა ნიკ მიდმა აუქციონზე შეძენილ საბჭოურ ტანკ Т-54-ში ოქროს ზოდები აღმოაჩინა.

ბრიტანელმა საბჭოთა ტანკი eBay-ს აუქციონზე მოკრძალებულ ფასად - 37 000 დოლარად შეიძინა. პირველ რიგში გადაწყვიტა იმაში დარწმუნებულ იყო, რომ ტანკში არავითარი ასაფეთქებელი მასალა აღარ იყო დარჩენილი. ამისათვის მან ტანკი თითქმის მთლიანად დაშალა. საწვავის ავზში მას სიურპრიზი ელოდა: იქ ხუთი ოქროს ზოდი აღმოჩნდა, რომლის საერთო ღირებულება  2,5 მილიონი აშშ დოლარია.

კოლექციონერის მიერ ნაყიდი ტანკიТ-54 ერაყის არმიის შემადგენლობაში სპარსეთის ყურის ომში (1990−1991) მონაწილეობდა. საბრძოლო ოპერაციის დროს ტანკი მოკავშირეთა კოალიციის ძალებმა ჩაიგდეს ხელში და ბრიტანეთში გადააგზავნეს. ოქრო ტანკში სავარაუდოთ ქუვეითის  ბაკის საცავებიდან მოხვდა - ძნელი წარმოსადგენია მასზე კარგი სამალავი სხვაც ყოფილიყო.

სამწუხაროდ ნაპოვნი ოქროს ლეგალურად რეალიზაცია შეუძლებელია. მიდმა მაშინვე პოლიციას შეატყობინა, მათ კი ზოდები ექსპერტიზაზე წაიღეს.  თუკი კოლექციონერი ოქროს ვეღარასოდეს იხილავს, ტანკი ხომ მაინც შერჩება?