მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველეგვიპტური  კატის მუმიის საიდუმლო ამოხსნილია (+ვიდეო)

ძველეგვიპტური კატის მუმიის საიდუმლო ამოხსნილია (+ვიდეო)

შინაურ ცხოველების მუმიებს როგორც წესი, მათი პატრონების გვერდით მარხავდნენ. ახლა 3D-სკანირების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა „გავხსნათ“ ყველა ბანდი და ვნახოთ თუ რა არის ამ მუმიების შიგნით.

 აბერდინის უნივერსიტეტის მუზეუმის მეცნიერებმასამედიცინო სკანერით  მუმიფიცირებული კატა შეისწავლეს და ბანდებს შორის ნამცეცა კნუტი აღმოაჩინეს. გამოყენებული მასალების გამო მუმიფიცირებისას ცხოველის სხეული რამდენჯერმე გაიზარდა.

ჩიკაგოს მუზეუმის მეცნიერებმაც მოახდინეს ცხოველთა მუმიების სკანირება და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ  მუმიაში ცხოველი საერთოდ არ იყო. ისინი  სხვა ორგანული მასალებით, ლელქაშით და ხრეშით იყო სავსე.

რისთვის ამზადებდნენ ეგვიპტელები ამგვარ მუმიებს?  მეცნიერთა ვარაუდით ბევრი მათგანი ღმერთების შესაწირს წარმოადგენდა. არსებობდა მთელი ინდუსტრია, რისი მეშვეობითაც ძველ ეგვიპტეში 70 მილიონამდე ცხოველის მუმია დაამზადეს.

რაც შეეხება „ყალბ“ მუმიებს, მათაც თავისი დანიშნულება ჰქონდათ. სავარაუდოთ მათ რიტუალური ცერემონიებისათვის ალტერნატიულ მასალად ამზადებდნენ და გაცილებით ნაკლები ღირდნენ, ვიდრე ცხოველების ნამდვილი მუმიები.

 „დიდი მუმიფიცირებული კატა უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პატარა“, - აცხადებს ნეილ კერტისი, მუზეუმის ხელმძღვანელი.

კატის კისერი, რომლის მუმიასაც იკვლევდნენ მეცნირები, გადატეხილი აღმოჩნდა. ამიტომაც კონკრეტულად ამ მუმიფიცირებული კატის ისტორია საშინელია  და ძველ ეგვიპტეში გამეფებულ წეს-ჩვეულებებზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ძველ ეგვიპტეში კატის კულტს თავისი შავ-ბნელი მხარეებიც გააჩნდა.