მნიშვნელოვანი სიახლეები
ძვლების მიხედვით საშინელი მგლების და კბილხანჯალა კატის ნადირობის წესი დაადგინეს

ძვლების მიხედვით საშინელი მგლების და კბილხანჯალა კატის ნადირობის წესი დაადგინეს

კბილხანჯალა კატის (Smilodon fatalis) და საშინელი  მგლის (Canis dirus) 35 000 ძვლის შესწავლის შედეგად  ლოს-ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ მტაცებელთა ცხოვრება მსხვერპლთან და თანამოძმეებთან სისხლისმღვრელი ბრძოლებით იყო აღსავსე.

 თორმეტი ათასი წლის წინათ  ჩრდილო ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე დიდ მტაცებლები ბინადრობდნენ - საშინელი მგლები, რომლებიც თანამედროვე მგლებზე გაცილებით დიდები და უფრო ზორბები იყვნენ და კბილხანჯალა კატები, რომლებსაც შეცდომით კბილხანჯალა ვეფხვებს უწოდებენ. როგორც კალიფორნიელ  ბიოლოგთა კვლევამ აჩვენა, მათ სხვადასხვანაირი ჭრილობები აღენიშნებოდათ: მგლებს ჭრილობები ძირითადათ თავზე, კისერზე და თათებზე ჰქონდათ, კატებს - მხრებსა და ზურგზე.

 კვლევის ავტორი, ევოლუციური ბიოლოგი კეიტლინ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ჭრილობებს შორის განსხვავება შთამბეჭდავია. „საშინელი მგლების თათების ძვლებზე დაზიანებების  მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი დიდ ცხოველთან ბრძოლის შედეგად იქნა მიღებული - რაცაც მგელს მიწაზე ათრევდა ანდა დიდი სხეულით აწვებოდა. ამიტომ ხშირია თავის ქალის ტრავმებიც. აი კატებთან კი არც კისერი და არც თავი დაზიანებული არ  ჩანს“.

 როგორც თანამედროვე მგლები, მათი „საშინელი“ ნათესავები მსხვერპლს იჭერდნენ და კლავდნენ ყბებით. კბილხანჯალა კატები კი სხვანაირად იქცეოდნენ: ისინი მაღალ ადგილას იმალებოდნენ და საფრიდან ესხმოდნენ მსხვერპლს. მათ დასაჭრად ისინი ზურგის ძლიერ კუნთებს და წინა თათებს იყენებდნენ, მოკვლით კი ძლიერი ეშვებით კლავდნენ.

 მსგავსი დაზიანებები კატების ძვლების 5%-ზე და მგლების ძვლების 2,8%-ზე შეინიშნებოდა.  ეს შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს: კატები უფრო დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ  და ამას მარტოკა აკეთებდნენ, მაშინ როდესაც საშინელი მგლები დღევანდელი მგლების მსგავსად ნადირობისას ხროვად ერთიანედებიან.

მეორეს მხრივ ტრავმების სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა მათი სიცოცხლის ხანგძლივობის სხვადასხვაობითაც აიხსნას. კატები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ და ამიტომაც სიცოცხლეში უფრო მეტ ტრავმას იღებდნენ.