მნიშვნელოვანი სიახლეები
ეინშტეინის მიერ დაწერილი ბარათი ბედნიერების რეცეპტით 1,56 მილიონ დოლარად გაიყიდა

ეინშტეინის მიერ დაწერილი ბარათი ბედნიერების რეცეპტით 1,56 მილიონ დოლარად გაიყიდა

როცა კურიერმა ალბერტ ეინშტეინს იაპონურ სასტუმროში ამანათი მიუტანა, მას ფული არ ჰქონდა, რათა ფეხის ქირა მიეცა. მაშინ ეინშტეინმა ახალგაზრდა კაცს ბარათი მისცა და გააფრთხილა, რომ გარკვეული იღბლის შემთხვევაში ეს ბარათი უფრო ფასიანი იქნებოდა, ვიდრე მცირედი ფულადი ჯილდო.

 ბარათი კი უბრალო არ იყო, იგი დიდი მეცნიერისგან ბედნიერების რეცეპტს შეიცავდა. „წყნარი და მშვიდი ცხოვრება მეტ ბედნიერებას მოგიტანს, ვიდრე წარმატების უკან დევნა და მუდმივი წუხილი, რომელიც მას თან სდევს“, - წერია გერმანულ ენაზე. ბარათი Imperial Hotel Tokyo-ს ლოგოტიპიან ბლოკნოტის ფურცელზეა დაწერილი.

 უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იაპონიაში, ლექციების კურსის კითხვის დროს გაიგო ალბერტ ეინშტეინმა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების შეახებ.

   ახლა ეს პატარა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც კურიერის ნათესავმა გამოიტანა იერუსალიმში Winners-ის აუქციონზე, 1,56 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი ევროპაში მცხოვრები ანონიმია.

 დაახლოებით იმავე დროს შესრულებული ეინშტეინის მეორე ჩანაწერი, რომელიც გვეუბნება: „სადაც ნებისყოფაა, იქ არის საშუალებაც“, - 240 000 დოლარად  გაიყიდა.