მნიშვნელოვანი სიახლეები
ელისაბედ II-ის შვილიშვილს დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარების უფლება ტენდერის გარეშე მისცეს

ელისაბედ II-ის შვილიშვილს დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარების უფლება ტენდერის გარეშე მისცეს

ბუკინგემის სასახლეს პრესისათვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუწია. როგორც გაირკვა ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის შვილიშვილის პიტერ ფილიპსის კომპანიას 750 ათასი გირვანქა (900 000 დოლარზე მეტი) გადაუხადეს, რათა 2016 წლის ივნისში დედოფლის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩაეტარებინა..

ეს თანხა იმაზე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ღონისძიების ორგანიზატორებმა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოაგროვეს.

 საზეიმო მიღება, რომელსაც  Patron's Lunch-ი უწოდეს, ლონდონის ცენტრში მელეს ქუჩაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა. ეს ქუჩა ბუკინგემის სასახლისკენ მიემართება. ღონისძიების სტუმრები 10 000-მდე ადამიანი და 600-ზე მეტი საქველმოქმედო ფონდი და ორგანიზაცია გახდა, რომელთა პატრონიც ელისაბედ II გახლავთ.

ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი 150 გირვანქა (200 დოლარამდე) ღირდა. იდეა პიტერ ფილიპსს მოუვიდა აზრად, რომელიც პრინცესა ანას შვილია. კონტრაქტი ღონისძიებაზე ტენდერზე არ გაუტანიათ.