მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთში აღლუმის შემდეგ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ესპანეთში აღლუმის შემდეგ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხედრო თვითმფრინავი Eurofighter, მადრიდში ესპანეთის დღისადმი მიძღვნილი აღლუმიდან დაბრუნებისას დაიმსხვრა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

 „ინციდენტის შედეგად მფრინავი დაიღუპა, თვითმფრინავი აეროდრომზე დაშვებისას დაიმსხვრა“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ინფორმაცია სხვა დაშავებულების შესახებ არ არის.

თვითმფრინავი დედაქალაქიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 300 კილომეტრში მდებარე ავიაბაზა ალბასეტესთან დაიმსხვრა. პრესის ინფორმაციით თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ესპანეთის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს, რომელიც ხუთშაბათს გაიმართა ესპანეთის მეფე ფილიპე IV, პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი და სხვამაღალი რანგის მოხელეები დაესწრნენ.