მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთში რესტორნიდან მასიური გაქცევის მონაწილე დააკავეს

ესპანეთში რესტორნიდან მასიური გაქცევის მონაწილე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ რესტორნიდან მასიური გაქცევის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი იძებნება. მათ დანახარჯი არ გადაიხადეს და გაიქცნენ.

ოთხშაბათს „გადამგდები“ სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ინციდენტი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით სასტუმრო „კარმენის“ რესტორანში  მოხდა, სადაც ასზე მეტმა რუმინელმა ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით საზეიმო სუფრა შეუკვეთა.

 კლიენტებმა წინასწარ თანხის ნაწილი გადაიხადეს და დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს. პრობლემა წესით არ უნდა ყოფილიყო.

„ისინი ცეკვავდნენ, მერე უცბათ გაქრნენ. ერთ წამში ასი კაცი გაიქცა, - ჰყვება რესტორნის მეპატრონე. - ისინი პატარა ჯგუფებად კი არ გაიპარნენ, არამედ უცბათ ყველა ერთად გაიქცა“.

 მეპატრონის განცხადებით ადრე მსგავსი რამ არ მომხდარა. როგორც გაირკვა გადაუხდელი 2 ათას ევრომდე თანხა დარჩა.

როგორც პოლიციამ გაარკვია მსგავსი ისტორია მეზობელ რესტორანშიც მოხდა - იმ განსხვავებით, რომ იქ ქორწილს ზეიმობდნენ. როგორც კი საჭმელი შეიჭამა და სასმელი დაილია, 200-მდე სტუმარი ასევე უცბათ გაქრა და გადაუხდელი 12 ათას ევრომდე დატოვა.

პოლიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ორი საქმე კავშირშია. სიძის მამა და ბავშვის ნათლია დაკავებულნი არიან.