მნიშვნელოვანი სიახლეები
ევერესტისკენ მიმავალ მთამსვლელებს ჟანგბადის ბალონებს პარავენ

ევერესტისკენ მიმავალ მთამსვლელებს ჟანგბადის ბალონებს პარავენ

ჯომოლუნგმასთან საბაზო ბანაკში შეჩერებული მთამსვლელები ჟანგბადის ბალონების ქურდებს უჩივიან. ამ ბანაკში მწვერვალზე ასვლის წინ ემზადებიან და კარგ ამინდს ელოდებიან. აქ ბევრი მთამსვლელი იყრის თავს, მათგან უმეტესობა გამოუცდელია. ზღვა ხალხში ქურდების პოვნა ძალიან ძნელია. ჟანგბადის ბალონები ზედმეტი არასდროს არაა. ზოგი მთამსვლელი ჯანგბადის ბალონს უკანა გზის ანგარიშითაც იღებს.

„ჩვენი მარაგებიდან კიდევ შვიდი ბალონი გაქრა. ამჯერად სამხრეთის უნაგირაზე“ - წერდა თავის  Facebook-შიალპინისტი ტიმ მოუზდეილი 15 მაისს. სამხრეთის უნაგირა - ეს მწვერვალის გზაზე ბოლო ბანაკია. იგი ზღვის დონიდან 7900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მანამდე მოუზდეილი ევერესტის მახლობლად ლჰოძეს მთაზე ანალოგიური შემთხვევის შესახებ წერდა.

 ევერესტზე ასასვლელად მთამსვლელს საშუალოდ შვიდი 4 კილოგრამიანი ბალონი ესაჭიროება. ინტენსიური სუნთქვისას ერთი ასეთი ბალონი 5 საათს ყოფნისს.

 ევერესტის გზაზე ბანაკში დატოვებულ კარვების კლიტეებს ტეხავენ და ჟანგბადის ბალონების გარდა, საკვებს და საკვების მოსამზადებელი გაზის მარაგსაც იპარავენ. ასე რომ უკანა გზაზე მთამსვლელები საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებიან.

შერპი ნამი თენჯის განცხადებით 2012 წელს მან საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად კლიენტს თავისი ჟანგბადის ბალონი დაუთმო.

 მსგავსი შემთხვევების გამო ბევრი ალპინისტი მწვერვალამდე ვერ აღწევს და უკან ბრუნდება. აქამდე ვერცერთი ქურდის დაჭერა ვერ მოხერხდა.