მნიშვნელოვანი სიახლეები
ფარშევანგებში სექსის არარსებობის შესახებ ფრაზის გამო ინდოელი მოსამართლე სასაცილოდ აიგდეს

ფარშევანგებში სექსის არარსებობის შესახებ ფრაზის გამო ინდოელი მოსამართლე სასაცილოდ აიგდეს

ინდოელი მოსამართლე სოციალურ ქსელებში დაცინვის საგანი გახდა. მან განაცხადა, რომ  დედალი ფარშევანგი მხოლოდ მამალი ფარშევანგის ცრემლის ყლაპვით ნაყოფიერდება.

რაჯასტჰანის შტატის უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსამართლე მაჰეშ შარმამ განაცხადა: ფარშევანგი იმიტომ შეირჩა ინდოეთის ეროვნულ ფრინველად, რომ „იგი ღვთის მოყვარულია და მთელი სიცოცხლე დაუწვილებლად ცხოვრობს“.

მოსამართლემ ასევე მოითხოვა ინდოეთის ეროვნული ცხოველი - ვეფხვი, ძროხით შეიცვალოს, რომელიც ინდუსებისთვის წმინდა ცხოველად ითვლება.

 როგორც იუწყებიან ეს მოსამართლისათვის ბოლო სხდომა იყო, მომავალი წლიდან იგი თანამდებობას ტოვებს. სხოდმაზე ერთ-ერთი არაკომერციული ორგანიზაციის პეტიციას განიხილავდნენ, რომელიც მეცხოველეობის ფერმებს შეეხებოდა.

 მოსამართლემ სიტყვა მოითხოვა და ფედერალურ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა ინდოეთის ეროვნულ ცხოველად ძროხა გამოეცხადებინათ. მოსამართლის აზრით იგივე სტატუსი ფარშევანგსაც შეეფერება - ძროხასთან ერთად ინდოელები „ღვთიური თვისებების გამო“ ფარშევანგსაც პატივს სცემენ.

 სოციალური ქსელის ბევრ მომახმარებელს მოსამართლის თეორია ფარშევანგებში ცელიბატის შესახებ არ მოეწონა. მათ ქსელში ფოტოები განათავსეს რომელიც ფარშევანგების უბიწოების შესახებ თეორიას ეჭვქვეშ აყენებდნენ.