მნიშვნელოვანი სიახლეები
ფიზიკოსებმა კონკიას ფეხსაცმლის ქუსლის ზომა გამოთვალეს

ფიზიკოსებმა კონკიას ფეხსაცმლის ქუსლის ზომა გამოთვალეს

კონკიასგან განსხვავებით ჩვენ გვახსოვს, რომ იგი სახლში 12 საათამდე უნდა დაბრუნდეს. გაიგებს რა საათის რეკვას, იგი სასახლის კიბეებზე ჩამოირბენდა, სადაც ერთ ფეხსაცმელს კარგავს. დიდი ბრიტანეთის ლესტერის ინსტიტუტის ფიზიკოსებმა გამოთვალეს თუ რა ზომის უნდა ყოფილიყო კონკიას ფეხსაცმლის ქუსლი, რათა იგი სირბილისას არ დაზიანებულიყო.

 ილუსტრატორები როგორც წესი კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაღალქუსლიანს ხატავენ. მიუჩვეველ კონკიას ამგვარი ფეხსაცმელით დგომა, სიარული, ცეკვა და სირბილი უნდა გაძნელეობდა. ამასთან ბროლის ფეხსაცმლის წვრილი ქუსლი  ინტენსიური სირბილის დროს წნევისთვის წესით ვერ უნდა გაეძლო.

მეცნიერებმა  ბროლის ტიპიური ფეხსაცმლის და კონკიას ფიზიკური მონაცემები (დაახლოებით 55 კილოგრამი წონა და ფეხის 36 ზომა) ერთმანეთს შეუდარეს და მიიღეს წნევა, რომლითაც  გოგონას ფეხები ბროლს აწვებოდნენ.

როგორც აღმოჩნდა ბროლის ფეხსაცმელი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სიარულისას დიდი სიფრთხილეა საჭირო: კონკიას ფეხები 28,5 კილოპასკალის წნევით აწვებოდნენ. ბროლს 330 მეგაპასკალი წნევის გაძლება შეუძლია, მაგრამ სირბილისას ფართობი, რომელზეც კონკიას ფეხები აწვებიან, რამდენიმე ასეულჯერ მცირდება და ქუსლი ადვილი შესაძლებელია დაიმსხვრეს.

ამგვარად მოხერხებული  სირბილისა და დაკარგული ფეხსაცმლის სიმრთელისათვის კონკიას ბროლის ფეხსაცმლის ქუსლი 1,5 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად მხატვრებს თავინთ ილუსტრაციებში ცვლილებების შეტანა მოუწევთ თუ უნდათ, რომ ისინი რეალისტურები იყვნენ.