მნიშვნელოვანი სიახლეები
ფლორიდაში დინოზავრის ხელა ალიგატორი შეამჩნიეს (+ვიდეო)

ფლორიდაში დინოზავრის ხელა ალიგატორი შეამჩნიეს (+ვიდეო)

ამერიკის ფლირიდას შტატში ალიგატორების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მაგრამ ტურისტებს მათგან მხოლოდ ერთი, ჭაშმარიტად გასაოცარი ეგზემპლარი უფრო აღელვებთ.

ფლორიდის შტატში, ქალაქ ლეიკლენდის მახლობლად მდებარე ნაკრძალში უზარმაზარი ალიგატორი შეამჩნიეს. სპეციალისტების შეფასებით მისი სიგრძე 4,5 მეტრია. წონა კი შესაძლოა 380 კილოგრამამდე იყოს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ალიგატორს სახელიც მოუძებნეს - Mr. Humpback („მისტერ კუზიანი“).

ამერიკული ალიგატორი აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩრდილო კაროლინადან ტექსასამდე ბინადრობს. მათი უმეტესობა ფლორიდასა და ლუიზიანას შტატებში არიან. ამასთან ფლორიდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც ალიგატორები და ნიანგები ერთად ცხოვრობენ. ამერიკული ალიგატორები  სიგრძეში 3,4 მეტრზე მეტი უკვე იშვიათობას წარმოადგენს.