მნიშვნელოვანი სიახლეები
Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მდიდარი რეპერები დაასახელა

Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მდიდარი რეპერები დაასახელა

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 2017 წლის ყველაზე მდიდარი რეპ-შემსრულებელი ამერიკელი შონ კომბსი გახდა, რომელიც Diddy-ის ფსევდონიმით გამოდის. მისი ქონება 820 მილიონ დოლარად არის შეფასებული. კომბსის პირველი ადგილი მეხუთე წელია უცვლელად უკავია.

მეორე ადგილზეა რეპერი შონ კარტერი (Jay Z), რომელსაც სულ რაღაც 10 მილიონი დოლარით უფრო ნაკლები ქონება აქვს. მესამე ადგილზეა ანდრე იანგი (Dr. Dre). მისი ქონება 740 მილიონ დოლარად შეაფასეს.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ ბრაიან უილიამსი, რომელიც ცნობილია Birdman-ის სახელით და კანადელი ობრი გრემი (Drake). მათ შესაბამისად 110 და 90 მილიონი დოლარის ქონება გააჩნიათ.

47 წლის შონ კომბსი ყველაფერთან ერთად ტანსაცმლის ხაზის Sean John-ის მფლობელიცაა. მას ასევე წილი აქვს არყის ბრენდ Ciroc-ში და ტელექსელ Revolt TV-ში. რეპერის ბიზნესს კომპანია Combs Enterprises ხელმძღვანელობს.

 ადრე რეპერს ორი რესტორანიც ეკუთვნოდა: Justin's ნიუ-იორკში და ატლანტაში, რომლებსაც მისი შვილის სახელი ერქვათ. მაგრამ ისისნი შესაბამისად 2007 და 2012 წლებში დაიხურა.

 შონ კარტერს ეკუთვნის კომპანია Roc Nation-ს, რომელიც მუსიკალური, კინო და სატელევიზიო კონტენტის გამოშვებით არის დაკავებული. იგი ასევე კონცერტებსაც მართავს და ოფისები  გააჩნია ლონდონში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში.

Jay Z ასევე სპორტბარებისა და 40/40-ზე კლუბების მფლობელიცაა. იგი პარფიუმერული კომპანია Carol's Daughter-ის ინვენსტორია, საკალათბურთო კლუბ Brooklyn Nets-ის დასტრიმინგული სერვის Tidal-ის თანამფლობელია.

ჟურნალი Forbes-ი ჰიპ-ჰოპის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების სიას 2011 წლიდან ადგენს.