მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრინველები სიგარეტის ნამწვს პარაზიტებთან საბრძოლველად იყენებენ (+ვიდეო)

ფრინველები სიგარეტის ნამწვს პარაზიტებთან საბრძოლველად იყენებენ (+ვიდეო)

სიგარეტი ორგანიზმს რომ ვნებს, ეს ყველამ იცის. ქალაქის ფრინველებმა ამ უბედურებიდან სარგებლის მიღება ისწავლეს. ისინი სიგარეტის ნამწვში არსებულ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ბუდეში მობინადრე პარაზიტებთან საბრძოლველად იყენებენ.

 მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერმა კონსტანტინ მასიას გარსიამ და მისმა კოლეგებმა შეაწმჩნიეს, რომ მექსიკის ქალაქებში გავრცელებული მთიულასებრთა ერთ-ერთი სახეობა, კერძოდ Carpodacus mexicanus, ქუჩებში სიგარეტის ნამწვებს აგროვებდნენ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სიგარეტის ნამწვში არსებულ ძლიერ ქიმიკატებს ფრინველები ბუდეში არსებულ პარაზიტ მწერებთან საბრძოლველად იყენებდნენ. მაგრამ ამ ჰიპოთეზას ჯერ დამტკიცება ესაჭიროებოდა.

 თავიანთი ვარაუდის დასამტკიცებლად გარსიამ და მისმ აკოლეგებმა 32 ბუდეზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ბარტყების გამოჩეკის მეორე დღესვე მათ ბუდის ბუნებრივი საფენი ხელოვნური თექით შეცვალეს, რათა ბუდეში მცხოვრები ნებისმიერი პარაზიტები მოეშორებინათ.  ამის შემდეგ 10 ბუდეში ცოცხალი ტკიპები ჩასვეს, 10 ბუდეში მკვდარი მწერები და 12 ბუდე სუფთად დატოვეს.

 შედეგად ფრინველებმა სიგარეტის ნამწვების მოტანა დაიწყეს. ამასთან იმ ბუდეში, სადაც ცოცხალი პარაზიტები იყვნენ 40%-ით მეტი სიგარეტის ნამწვი მიიტანეს. ლონდონის უნივერსისტეტის წარმომადგენლის სტივ პორტუგალის აზრით ამ შემთხვევაში პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტი ყველა იმ ნეგატიურ შედეგს გადასწონის, რომელიც კი ფრინველის მომწამვლელ ქიმიკატებთან კონტაქტს შეიძლებ ამოჰყვეს.