მნიშვნელოვანი სიახლეები
გადაუდებელი სამსახურის ავტომობილებს მუსიკის გადაფარვა შეეძლებათ

გადაუდებელი სამსახურის ავტომობილებს მუსიკის გადაფარვა შეეძლებათ

სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შვედეთი) სტუდენტებმა საგანგებო შეტყობინების სისტემა შექმნეს, რომელიც ავტომობილების მაგნიტოლებში ხმის იძულებით ტრანსლირებას მოახდენს.

ზოგ მძღოლს საჭესთან მუსიკის ხმამაღლა მოსმენა უყვარს. ამას უნდა დაემატოს თანამედროვე ავტომობილების საუცხოო ხმის იზოლირება  და ის ფაქტი,  რომ მძღოლებს უკანა ხედვის სარკეებში ყურება ძალიან არ უყვართ. შედგად კი ვიღებთ ვითარებას, როცა გადაუდებელი სამსახურის ავტომობილებს გზას არ უთმობენ. უფრო მეტიც, თუკი მათ გზაჯვარედინზე ასეთი ავტომობილების სირენა არ ესმით, შესაძლოა შედეგად მძიმე ავარია მივიღოთ.

ამგვარი შემთხვევების შესამცირებლად, შვედმა სტუდენტებმა გადაუდებელი სამსახურის ავტომობილების EVAM სისტემით აღჭურვის წინადადება წამოაყენეს. ამ სისტემას შეუძლია ახლო ავტომობილების მაგნიტოლებში გაფრთხილებისა და გზის დათმობის შესახებ შეტყობინების იძულებითი ტრანსლაცია მოახდინოს. მოწყობილობა მონაცემთა რადიოარხRDS-ით (Radio Data System) გადაცემის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

RDS სტანდარტი ავტომობილების აუდიოსისტემებში დისპლეიზე რადიოსადგურიდან გადმოცემული სხვადასხვა ინფორმაციების აღსაბეჭდათ გამოიყენება. გადაუდებელი სამსახურის ავტომობილებს EVAM სისტემით აღჭურვის შემდეგ შეეძლებათ, როგორც ტექსტური შეტყობინების, ისე ხმოვანი სიგნალების გადაცემაც, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეები წინასწარ გააფრთხილონ და გზა დაათმობინონ.

 ნებისმიერი საავტომობილო აუდისისტემა, რომელიც RDS არხით არის აღჭურვილი EVAM-სგან სიგნალის მიღების შემდგომ მიმდინარე ხმას (იქნება ეს რადიო, კომპაქტ-დისკი თუ ფლეშ მეხსიერება)  საგანგებო არხზე გადართავს. სისტემას ამა წლის პირველ კვარტალში, სტოკჰოლმში ქუჩაში მოძრაობისას გამოცდიან.