მნიშვნელოვანი სიახლეები
გეკონების 19 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

გეკონების 19 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

 ყველა ახალი სახეობა მცირე ზომის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რაც ხერხემლიანი ცხოველების შემთხვევაში ძალიან გასაოცარია.

 19 ახალი სიცოცხლე ეს მართლაც ძალიან ბევრია, მით უფრო რომ მეცნიერებისათვის სულ ასეთი ხვლიკების 1500-მდე სახეობაა ცნობილი. ყველა ახალი სახეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მიანმაში აღმოაჩინეს.

 როგორც ჩანს  ხვლიკების სხვადასხვა სახეობების ასე ვიწრო არეალზე გავრცელება ლანდშაფტის უჩვეულობაში უნდა ვეძიოთ. ეს დაბლობია, რომელზეც 400 მეტრამდე სიმაღლის კირქვის ბორცვებია განლაგებული. ბორცვების ზედაპირი ეროზიისგან ნაპრალებით არის დაფარული. სწორედ ამ ნაპრალებში ბინადრობენ ხვლიკები.

 ეს მასივები მეცნიერთა განმარტებით „ევოლუციურ კუნძულებს“ წარმოადგენენ, სადაც იზოლირებული გეკონები სხვადასხვა სახეობებად ჩამოყალიბდნენ.

 კალიფორნიის ლა-სიერას უნივერსიტეტის 2016 წლის ექსპედიციამ 15 ახალი სახეობის გეკონი აღმოაჩინა (ამას უნდა დაემატოს გველებისა და ბაყაყების რამდენიმე ახალი სახეობაც). მომდევნო ექსპედიციამ კი კიდევ 4 სახეობა დაუმატა.

 ახალი სახეობების უმრავლესობა მრუდეთათიანი გეკონების სახეობას განეკუთვნება (Cyrtodactylus).  სამი სახეობა ჯუჯა გეკონებს განეკუთვნება (Lygodactylus), რომელთა წარმომადგენლებიც უფრო ხშირად მთაში გვხვდება.