მნიშვნელოვანი სიახლეები
გენეტიკოსებმა ტკბილისადმი ლტოლვის გათიშვა ისწავლე

გენეტიკოსებმა ტკბილისადმი ლტოლვის გათიშვა ისწავლე

იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტკბილეულის მიმართ მავნე ლტოლვასთან ბრძოლის ხერხს მიაგნეს. მართალია ჯერ მხოლოდ ბუზ დროზოფილებში, მაგრამ რიგში შემდეგი Homo sapiens-ია.

ჩვეულებრივ უჯრედები, რომლებიც შაქარს იყენებენ, მადის სტიმულატორის მსგავსად მუშაობენ. მაგრამ ბუზ დროზოფილას საჭმლის მომნელებელ სისტემაში ორი ისეთი ნეირონი აღმოჩნდა, რომლებიც საპირისპიროდ მოქმედებენ. ისინი იმ პროცესების ინჰიბიტორები აღმოჩნდნენ, რომელიც ცხოველს მეტი საკვების მოძებნას აიძულებდა.

 იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დეოზოფილას ადრე უცნობი ფუნქციის მქონე გენის მუშაობას სწავლობდა. ეს გენი მხოლოდ ორ უჯრედში ექსპრესირდება - ნეირონებში, რომლებიც დროზოფილას პირის მახლობლად მდებარეობს. ამ გენის ექსპრესიის პროდუქტი, რეცეპტორი IR60bშერჩევით უკვაშირდება ზოგიერთ შაქარს და რეაქციების კასკადს წარმოქმნის, რომელიც ბუზის ქცევას ცვლის. ბუზები წყვეტენ კვებას, მაშინაც კი როცა სიახლოვეს დატკბულული წყალია.

 გენეტიკურად მოდიფიცირებულ ბუზებს, რომლებშიც ეს გენი „გააჩუმეს“ მადა გოლიათური ჰქონდათ, ხოლო ხელოვნურად აქტივირებულ ბუზებში პირიქით.

ახლა მეცნიერები მსგავს ნეირონებს ძუძუმწოვრებში ეძებენ: თუკი მსგავსი ნეირონები ადამიანებში აღმოჩნდება, მაშინ მათი მართვით შესაძლებელი იქნება დიაბერტით და სხვა მეტაბოლიკური დაავადებებით შეჭირვებულ ადამიანებში ტკბილის მიმართ ლტოლვა გავაქროთ.