მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანელებმა მაგნიტური ლიფტი შექმნეს (+ვიდეო)

გერმანელებმა მაგნიტური ლიფტი შექმნეს (+ვიდეო)

გერმანულმა კონცერნმა ThyssenKrupp-მა მაგნიტური ლიფტის პროტოტიპიწარადგინა. სპეციალურად მისთვის ქალაქ როთვაილში დამატებით გამაგრებულ საძირკველიანი კოშკი ააგეს. შენობას მძიმე კაბინების დიდი სიჩქარისათვის უნდა გაეძლო.

 ახალი ლიფტი მაგნიტური ლევიტაციის პრინციპს იყენებს. სწორედ ამ პრინციპით მოძრაობენ მატარებლები მაგნიტურ ბალიშებზე: უძრავი მაგნიტური კოჭები ქმნიან მაგნიტურ ველს, რომელსაც ლიფტის ძრავა მოჰყავს მოქმედებაში. გადასაადგილებლად მაგნიტურ ლიფტს ბაგირები არ სჭირდება, ამასთან იგი როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურადაც გადაადგილდება.

 ThyssenKrupp-ის გეგმაში ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შახტებიანი შენობის აგებაა, რომელშიც მრავალი კაბინა იმოძრავებს. დისპეტჩერის ფუნქციას თავის თავზე კომპიუტერული ალგორითმი აიღებს. მისი მეშვეობით გერმანელი ინჟინრები ლიფტის ლოდინის დროის 30 წამამდე შემცირებას აპირებენ. მსხვილი გერმანული დეველოპერი  OVG Real Estate უკვე დაინტერესდა ამ პროექტით და მის განხორციელებას ბერლინის East Side Tower-ის მაღლივ შენობაში აპირებს.