მნიშვნელოვანი სიახლეები
გინება სპორტულ მაჩვენებლებს ზრდის

გინება სპორტულ მაჩვენებლებს ზრდის

ბრიტანელი მეცნიერებმა დაამტკიცეს ის რაც ისედაც ვიცოდით: ხმამაღალი გინება ადამიანს უფრო ძლიერსა და სწრაფს ხდის.

ექსპერიმენტის ყოველ მონაწილეს სთხოვეს ან შეეგინა, ანდა რაიმე ნეიტრალური სიტყვა ეთქვა, მაგალითად „ხის“ ანდა „ყავისფერი“.

29 ადამიანი 30 წამის განმავლობაში ველოტრენაჟორის სატერფულებს ატრიალებდა, 52 ადამიანი კი 10 წამის განმავლობაში აპარატის მაჯის ძალას ცდიდა. მათ ზოგჯერ აძლევდნენ გინების უფლებას და ზოგჯერ არა.

როგორც გაირკვა გინება ხელის მოჭერას საშუალოდ 2,1 კილოგრამით ზრდიდა, ხოლო ველოტრენაჟორის შემთხვევაში სიმძლავრე 24 ვატით იზრდებოდა. იმისათვის, რომ ჰაერის მკვეთრი ამოსუნთქვის მომენტი გამოერიცხათ, ექსპერიმენტის მონაწილეებს გინება მხოლოდ  მშვიდი ხმით შეეძლოთ.

რატომ ზრდის გინება სპორტულ შედეგებს?  მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. გინება არ უმატებს წნევას და გულის ცემას არ ზრდის. „ჩვენ ახალს არაფერს  არ ვიძახით და არც არაფერს ვხსნით, ჩვენ უბრალოდ მეცნიერულად დავადასტურეთ ის  რასაც ადრე გონება გვკარნახობდა“, - ამბობს სტაფორდშირის კილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი რიჩარდ სტეფენსი (Richard Stephens) . შესაბამისი მოხსენება მან უკვე ბრაიტონში ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინა.

   სტეფენსის წინა კვლევა ტკივილის მოთმენაზე გინების გავლენას ეხებოდა. მაშინ მეცნიერმა დაამტკიცა, რომ გინება ტკივილს ამსუბუქებს.