მნიშვნელოვანი სიახლეები
გვალვით შეწუხებული სამეფო კობრა ადამიანებთან მივიდა (+ვიდეო)

გვალვით შეწუხებული სამეფო კობრა ადამიანებთან მივიდა (+ვიდეო)

სამეფო კობრები როგორც წესი ადამიანთან შეხვედრას ერიდებიან, მაგრამ გამოუვალმა მდგომარეობამ ქცევის განსხვავებული წესი მოითხოვა. მომაკვდინებლად  საშიში გველი ინდოეთის სამხრეთში ისე შეაწუხა გვალვამ, რომ წყლის ძებნაში ახლოს მდებარე სოფელს მიაშურა.

ქსელში ვრცელდება დრამატული კადრები, რომლებზეც კარგად ჩანს თუ როგორ ეპყრობიან სოფლის კეთილი მცხოვრებნი ადგილობრივ ფაუნაზე. ვიდეოზე სანამ ერთი ადამიანი გველს წყალს ასმევს, მეორეს იგი კუდით უჭირავს, რათა შესაძლო თავდასხმა აღკვეთოს.

სამ მეტრზე მეტი სიგრძის სამეფო კობრა სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა გადაარჩინეს. ადგილობრივი ბუნებისდამცველების განცხადებით გვალვამ რეგიონის გარეულ ცხოველების ქცევაზე ძლიერ იმოქმედა. ამიტომაც როცა მაშველებმა კობრას მიაკვლიეს, პირველი რაც გააკეთეს ეს წყლის შეთავაზება იყო. მოგვიანებით სამეფო კობრა ცხოველთათვის განკუთვნილ კლინიკაში გადაიყვანეს.