მნიშვნელოვანი სიახლეები
გველებს ნადირობისას თავიანთი მოქმედებების კოორდინირება შესძლებიათ

გველებს ნადირობისას თავიანთი მოქმედებების კოორდინირება შესძლებიათ

ადრე გველები მარტოხელა მონადირეებად მიიჩნეოდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ ქვეწარმავლების ზოგიერთ სახეობას გუნდური მოქმედებაც შესძლებიათ. ამით ისინი ნადირობის შედეგიანობას ზრდიან.

ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერი, ვლადიმერ დინეცი კუბური მახრჩობელების მოქმედებებს აკვირდებოდა. ეს გველები კუნძულზე ხმელეთის ყველაზე დიდ მტაცებლებს წარმოადგენენ და ძირითადად გამოქვაბულებში მცხოვრებ ღამურებზე ნადირობენ.

კუბური მახრჩობელები გამოქვაბულებში ჭერზე ეკიდებიან და ღამურებს საღამოს ანდა დილის საათებში უდარაჯებენ. დინეცის დაკვირვებით, თუკი გამოქვაბულში რამდენიმე გველი ნადირობს, მაშინ ისინი ცდილობენ იმგვარად განლაგდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე გადაფარონ. შედეგად ღამურები გამოქვაბულში ისე ვერ ბრუნდებიან, რომ რომელიმე მახრჩობელას დაფარვის ზონაში არ მოხვდნენ. 

 როდესაც გველები გუნდურად ნადირობენ, მაშინ თვითოერულ მათგანს თავისი წილი აუცილებლად შეხვდება. მაშინ როცა მარტოდ ნადირობისას მახრჩობელა ხშირად ნანადირევის გარეშე რჩება.

 გველების 3650 ცნობილი სახეობიდან მხოლოდ რამდენიმე ნადირობს გუნდურად. მაგრამ კოორდინაციის ამგვარი საშუალება ადრე არასდროს შემჩნეული არ ყოფილა.