მნიშვნელოვანი სიახლეები
ღვინის გლობალური შემცირება (+ვიდეო)

ღვინის გლობალური შემცირება (+ვიდეო)

გლობალურმა დათბობამ მსოფლიო ღვინის ბაზარს დიდი დარტყმა მიაყენა. წელს მისი წარმოების ტემპები 8,2 %-ით დავარდა - ამგვარი რამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. ამის შესახებ ღვინის წარმოებისა და მევენახეობის საერთაშორისო ასოციაცია იტყობინება.

გვალვამ და სხვაკლიმატურმა ანომალიებმა მოუსავლიანობა გამოიწვია. პირველ რიგში ეს ღვინის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შეეხოთ.

 იტალიაში წარმოება 23%-ით დაეცა, საფრანგეთში 19%-ით, ხოლო ესპანეთში 15%-ით.  საფრანგეთში ვენახების დიდი ნაწილი გაზაფხულის ყინვებმა დააზრო. ყველაზე მეტად გაუჭირდათ ელზასის, შარანტას და იურას რეგიონებს. ახალ ზელანდიაში კი პირიქით ღვინის წარმოების ტემპებმა მოიმატა. ასე რომ მომავალში თუკი ამინდის ცვალებადობა კვლავ გაგრძელდა ღვინის წარმოების გეოგრაფია შესაძლოა მნიშვნელოვნად  შეიცვალოს.