მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰაერში საწვავით გაწყობა ავტომატური გახდა (+ვიდეო)

ჰაერში საწვავით გაწყობა ავტომატური გახდა (+ვიდეო)

კომპანია Airbus-მა თვითმფრინავების ჰაერშისაწვავით გაწყობის საკუთარი წარმოების ავტომატური სისტემაწარმატებით გამოსცადა .

ჰაერში თვითმფრინავის საწვავით გაწყობა დაუშვებლად, ფრენის სიშორეს საგრძნობლად ზრდის, ამიტომაც მას სამხედროები იყენებენ. ეს ფილიგრანული პროცედურა მფრინავებისგან დიდ ყურადღებასა და აკურატულობას მოითხოვს.

 თვითმფრინავი ტანკერის მილს უნდა მიუერთდეს, რის შემდეგაც ტუმბო ირთვება და საწვავის გადატუმბვა ხდება. ოპერაციის ყველა ეტაპი ხელით სრულდება თვითმფრინავების ეკიპაჟების მუდმივი რადიოკავშირის ფონზე.

კომპანია Airbus-მა გადაწყვიტა საწვავის ხელით გაწყობაავტომატურ საქმედ ექცია. ამგვარი გაწყობისას ოპერატორი კვლავ ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში იქნება და თვალს მიადევნებს პროცესს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში  ჩაერევა კიდეც.

ჰაერში საწვავით გაწყობის ავტომატური სისტემა პორტუგალიის ნაპირებთან გამოსცადეს. გამოცდაში ტანკერი-თვითმფრინავი Airbus A310MRTT და პორტუგალიის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-16 მონაწილეობდნენ. ტანკერის სიჩქარე 500 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო ოპერაცია 7,6 კილომეტრის სიმაღლეზე ჩატარდა.

 საათისა და 15 წუთის განმავლობაში საწვავით გაწყობის იმიტაცია ექვსჯერ განხორციელდა და ექვსივეჯერ წარმატებით. ვიდეოკამერის დახმარებით სისტემა გამანადგურებლის მდებარეობას აფიქსირებდა და კორექტივები შეჰქონდა პროცესში.

კომპანია Airbus-ი მფრინავ ტანკერ A310MRTT-ზე ახალი სისტემის დაყენებას 2019 წლიდან აპირებს.