მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰელოუინზე ამერიკელის უშნო ხუმრობამ პოლიციის ტელეფონი „ააფეთქა“ (+ვიდეო)

ჰელოუინზე ამერიკელის უშნო ხუმრობამ პოლიციის ტელეფონი „ააფეთქა“ (+ვიდეო)

„ყურადღება ყველას!!! მათთვის ვინც გრინის ოკრუგში ჩაკი-პაიკის ქუჩაზე მოძრაობს: ეს ჰელოუინია, არ დარეკოთ 911-ზე და არ შეატყობინოთ მიცვალებულის შესახებ!“

 ამგვარი განცხადება გამოაკრა ტენესის შტატში ოკრუგის პოლიციამ თავისFacebook გვერდზე. ამის მაგივრად პოლიციელები სთხოვდნენ ყველას  სახლის მფლობელისათვის „გადასარევი წარმოდგენა“ მიელოცათ. თანაც პოლიციის ამ ფრაზაში გარკვეული გაღიზიანება იგრძნობოდა.

 როგორც აღმოჩნდა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯოზეფ ლავერგილმა ჰელოუინისათვის თოჯინა დაამზადა, რომელიც თივით არის გატენილი. „სხეული“ ისე წევს თითქოსდა ავტოფარეხის კარმა მოიყოლა. კარებზე „სისხლიანი“ ხელების ანაბეჭდები ჩანს. მთლიანობაში სცენა საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება.

 თავად ლავერგივი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა დააფასებს მის იუმორს და არ გაუნაწყენდებიან.