მნიშვნელოვანი სიახლეები
ჰუმანიტარული დრონის დაწვა ან შეჭმა იქნება შესაძლებელი (+ვიდეო)

ჰუმანიტარული დრონის დაწვა ან შეჭმა იქნება შესაძლებელი (+ვიდეო)

ბრიტანულმა კომპანია Windhorse Aerospace-მა ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატი შექმნა, რომელიც საკვების მისაწოდებლად გამოიყენება, ხოლო მისი ხის კორპუსი საწვავად შეიძლება გამოიყენოთ.

 უპილოტო სახელად Pouncer-ი სპეციალურად ჰუმანიტარული და სამაშველო ოპერაციებისათვის არის შექმნილი. იგი მსუბუქ ხის კარკასს წარმოეადგენს, რომელსაც სურსათის პაკეტებისათვის 17 განყოფილება აქვს. დრონი სამი ზომის იქნება, რომელთა ტვირთამწეობა 20, 50 და 100 კილოგრამს შეადგენს. აპარატების გაშვება სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან იქნება შესაძლებელი.

 Pouncer-ის ხის კორპუსი საკვების მიტანის შემდეგ შეიძლება დაიშალოს და კოცონისათვის საწვავად გამოვიყენოთ. უპილოტოს მცირე ზომის ელექტროძრავა უყენის. მისი ფრენის სიშორე 35 კილომეტრს შეადგენს, ხოლო დაშვების სიზუსტე მიზნიდან არა უმეტეს შვიდი მეტრია.

 Pouncer-ის პირველი პროტოტიპი, რომლის ფრთების გაშლა 2,7 მეტრია. მის დასამზადებლად ორი თვეც საკმარისია. დრონის სერიული წარმოების შემდეგ, მეორე ეტაპზე მას ხის მაგივრად სუბლიმირებული დაპრესილი ბოსტნეულისგან დაამზადებენ და იგი საწვავის მაგივრად მთლიანად საკვები იქნება (რა თქმა უნდა ელექტრული ელემენტების და ძრავის გარდა).