მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონიის პარლამენტმა 200 წლის მანძილზე პირველად მისცა იმპერატორს გადადგომის ნება

იაპონიის პარლამენტმა 200 წლის მანძილზე პირველად მისცა იმპერატორს გადადგომის ნება

 იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ  მოიწონა სპეციალური კანონპროექტი, რომელიც ნებას აძლევს 83 წლის იმპერატორ აკიხიტოს ტახტიდან გადადგეს. პარლამენტმა ამგვარი დადგენილება 200 წლის მანძილზე პირველად მიიღო.

 კანონის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან სამი წლის განმავლობაში ნებისმერ დროს შეეძლება იმპერატორს გადადგეს.

ამის შემდეგ ძალაუფლება აკიხიტოს უფროს შვილს, პრინც ნარუხიტოს გადაეცემა. ამასთან ყოფილი იმპერატორი თავის ძირითად პრივილეგიებს შეინარჩუნებს.

 იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ, მიღებულ კანონპროექტს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი უწოდა.

როგორც პრესა აღნიშნავს ტახტიდან გადადგომას სავარაუდოთ აკიხიტოს მმართველობის 30 წლის იუბილეს დაამთხვევენ, რომელიც 2018 წლის დეკემბერშია.

იმპერატორმა აკიხიტომ ტახტი თავისი მამის იმპერატორ ხიროხიტოს გარდაცვალების შემდეგ 1989 დაიკავა. ბოლო წლებში მან გულზე ოპერაცია გადაიტანა და პროისტატის კიბოს მკურნალობდა.

აგვისტოში ერისადმი მიმართვაში მან განაცხადა, რომ გარკვეულ შეზღუდვებს გრძნობს, რომელიც მისი ასაკით არის გამოწვეული და ამან უბიძგა იმპერატორის როლისა და დანიშნულების შესახებ ეფიქრა.

კანონი იმპერატორს პოლიტიკაზე საუბარს უკრძალავს, ამიტომაც მან პირდაპირ ვერ ისაუბრა გადადგომაზე.

ბოლოს იაპინიის იმპერატორი 1817 წელს გადადგა.