მნიშვნელოვანი სიახლეები
იასუკეს გასაოცარი ისტორია: დავიწყებული აფრიკელი სამუარი

იასუკეს გასაოცარი ისტორია: დავიწყებული აფრიკელი სამუარი

სამურაი იაპონური კულტურის ერთ-ერთი სახე-სიმბოლოთაგანაა და ისინი მუდამ იაპონელებად წარმოგვიდგენია. თუმცა არსებობდნენ არა იაპონელი სამურაებიც. ყველაზე სახელგანთქმული მათ შორის იყო ინგლისელი მეზღვაური უილიამ ადამსი (1564-1620 წლები) რომელიც იაპონიაში 1600 წელს მოხვდა და მაღალი რანგის რამურაიდ შეძლო გახდომა. მაგრამ ყველაზე ნაკლებ ცნობილი და უჩვეულო მაგალითად ითვლება აფრიკელი სამურაი სახელად იასუკე, რომელიც იაპონელ დიამიო ოდა ნობუნაგასთან (1534-1582 წლები) მსახურობდა. იასუკე იაპონიაში იეზუიტმა მისიონერებმა 1579 წელს ჩამოიყვანეს და იაპონელი დიდებულის ინტერესი დაიმსახურა.

იასუკეს გზა სამურაობამდე

იესუკეს წარმომავლობა გაურკვეველია. ის სავარაუდოდ 1555 და 1566 წლებს შორის დაიბადა. ისტორიკოსები მისი სახელის წარმომავლობაზეც არ არიან დარწმუნებულები. სავარაუდოდ ის მისი ნამდვილი სახელის იაპონური ვარიანტია. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ის შესაძლოა მოზამბიკიდან ყოფილიყო. სხვა ვარიანტებით ის ანგოლიიდან ან ეთიოპიიდან იყო. ის შესაძლოა სულაც ევროპაში დაბადებული პორტუგალიელი მონაც ყოფილიყო.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო იასუკეს წარმომავლობა ის ისტორიაში 1579 წლიდან ჩნდენა და თან ახლდა იეზუიტ მისიონერ ალესანდრო ვალიგნანოს, რომელთან ერთადაც ის იაპონიაში ჩავიდა. იასუკე შესაძლოა იეზუიტის მსახური ყოფილიყო. თავისი კანის ფერის გამო მან ადგილობრივებში დიდი ინტერესი დაიმსახურა. მის სანახავად ხალხი კიოტოს ეკლესიას სტუმრობდნენ, რომელიც იეზუიტებმა ააშენეს. ამგვარად მისით დაინტერესდა ნობუნაგას გამგებელი დიდებული დაიმიო.

ნობუნაგას თავდაპირველად არ სჯეროდა, რომ იასუკეს კანი მართლაც ბუნებრივად იყო მუქი ფერის. ამიტომაც ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა და შემდგომ მსახურებს მისი დაბანა დაავალა, რათა დარწმუნებულიყო ის საღებავით არ იყო შეღებილი. დიდებული იასუკეს სიმაღლით გაოცებული იყო. ჩანაწერების მიხედვით ის 182 სმ-ის სიმაღლის იყო მაშინ როცა იმ პერიოდში იაპონელის საშუალო სიმაღლე 152 სმ-მდე იყო.

მალე იასუკე იაპონელი დიდებულის დაცვის სამსახურში ჩადგა და 1581 წელს სამურაი გახდა. ნობუნაგა მას სადილადაც იწვევდა ხოლმე, რაც უჩვეულოდ მაღალი პატივი იყო სამურაისთვის. ის ასევე დიდებულის მახვილის მატარებელიც გახდა. ამ პერიოდისას ზანგმა სამურაიმ იაპონურ ენას თავისუფლად დაეუფლა.

სამურაის გზის ბოლო

იასუკე დიდხანს არ უცოცხლია სამურაიდ. 1582 წელს ნობუნაგას გენერალმა მიცუჰიდემ აჯანყება  ბატონს მოუწყო. მიცუკიდე ნობუნაგას სასახლეს თავს დაესხა. როცა იაპონელმა დიდებულმა ნახა, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო, თავის მოკვლა არჩია, ვიდრე თავის გენერალს ჩავარდნოდა ხელთ. ბატონის სიკვდილის შემდეგ იასუკე მისი შვილი ოდო ნობუტადას სამსახუროდ გაემგზავრა. მაგრამ მისმა ახალმა ბატონმაც თავის მოკვლა არჩია, ვიდრე მიცუჰიდეს ხელთ ჩავარდნილიყო.

მიცუდიჰეს არ მოსწონდა იასუკე, მას „ურჩხული“ უწოდა და სამურაის წოდებისთვის უღირსად მიიჩნია. ამის მიზეზი იყო ის რომ იასუკემ დაარღვია იაპონური წესი, თვითმკვლელობას არჩია ევროპული წესით მიცუკიდეს მსახურობა. მაგრამ მან ის არ მიიღო და იასუკე უკან დაუბრუნდა იაზუიტ ბალიგნანოს. იაზუიტები გახარებული იყვნენ, რომ ის უკან ცოცხალი დაბრუნდა.

აფრიკულ-იაპონური კავშირი

ცოტა წყარო მიპოვება იასუკემდე რაიმე იაპონურ-აფრიკულ კავშირზე მიმანიშნებელი. თუმცა შეიძლება რაიმე ახალი ისტორიები აღმოჩნდეს სამომავლოდ, რადგან იაპონიის კავშირი გარე სამყაროსთან უფრო მრავალფეროვანი იყო ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.