მნიშვნელოვანი სიახლეები
ილონ მასკიმ 2018 წელს მთვარეზე ორი ტურისტის გაფრენა დააანონსა

ილონ მასკიმ 2018 წელს მთვარეზე ორი ტურისტის გაფრენა დააანონსა

ამერიკული კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX აცხადებს, რომ გეგმაში ორი ადამიანის მთვარეზე გაგზავნა აქვს განზრახული.

კომპანიის ხელმძღვანელი და დამაარსებელი ილონ მასკი აზუსტებს, რომ კოსმოსური ხომალდის მგზავრები პროფესიოანალი ასტრონავტები კი არ იქნებიან, არამედ კერძო პირები. ამ პირებს მთვარეზე ტურიტებად გაფრენა სურთ და მათ უკვე „მნიშვნელოვანი ფულადი შენატანი გააკეთეს“.

იმავდროულად SpaceX-ის ხელმძღვანელმა არ დაასახელა ორი მომავალი კოსმოსური ტურისტის სახელი. ის კი დაამატა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ და „ისინი ჰოლივუდიდან არ არიან“. უკვე ამ წელს ისინი აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ფრენისათვის მოემზადებიან.

უკანასკნელად ადამიანები მთვარეზე 1970-იანი წლების დასაწყისში იყვნენ. ამის შემდეგ NASA-ამ თავისი მთვარის პროგრამა „აპოლონი“ დიდი ხარჯების გამო დახურა.